წამლის პირველი სასახლეები - როგორ იქმნებოდა ქართული ფარმაციის ისტორია?

წამლის პირველი სასახლეები - როგორ იქმნებოდა ქართული ფარმაციის ისტორია?

ფარმაცია 21- საუკუნის საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და ის მომგებიან ბიზნესად მიიჩნევა. დარგის წარმატებაზე მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილი როგორც საცალო, ისე სააფთიაქო ქსელები. წამალზე მოთხოვნა რომ ყველა დროში დიდია, ეს ძველი ამბავია. თუმცა, ალბათ ცოტას ეცოდინება, თუ როგორ და რომელ საუკუნეებში იწყება ქართული ფარმაციის ისტორია.

ქართული ფარმაციის ისტორიას ქართველი ისტორიკოსები, მედიკოსები და მეცნიერები პირობითად სამ ეტაპად ყოფენ: ძველი, ახალი (საბჭოთა) და უახლესი პერიოდი. ყველაფერი კი წამალთმცოდნეობით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. წამალთმცოდნეობა საქართველოში ოდითგანვეა ცნობილი. ისტორიულად, მეფე აიეტის დროს, კოლხეთში, სამკურნალო მცენარეთა ბაღები იყო გაშენებული. მცენარეთა საიდუმლო თვისებებს იცნობდა აიეტის მეუღლე - ჰეკატე და ასევე მისი ქალიშვილი მედეა.

წამლების შესანახად შესაბამისი ადგილი - წამლის სახლი იყო საჭირო. ჩვენი ერის ძნელბედობის გამო, საქართველოში პირველი აფთიაქების არსებობის შესახებ, სამწუხაროდ, ბევრი ცნობა არ არის შემორჩენილი. თუმცა, რაც შემორჩა, იქიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აფთიაქის ცნებას დიდი ხნის ისტორია აქვს და ის უნიკალური ციხე-ქალაქების, ვარძიისა და უფლისციხის სახელს უკავშირდება...

როგორც ცნობილია, ვარძიის მშენებლობა 1156 წელს დაიწყო გიორგი მესამემ და 1204 წელს თამარ მეფემ დაასრულდა. ამ კომპლექსში ყურადღებას იქცევს მე-6 სართულზე მდებარე აფთიაქი. აფთიაქის პირობითი ნომერია 70. მას ესაზღვრება №69 და №68 ოთახები, რომლებიც დამხმარე სათავსოები უნდა ყოფილიყო. №70 ოთახის სიგრძე 4,5 მეტრია, სიგანე 4,30 მეტრი, სიმაღლე 2,10 მ. მთლიანი ფართობი 19,35 კვ/მ, ხოლო სამივე ოთახის სავარაუდო ფართობი 60 კვ. მ-ია.

ვარძიის წამლის სასახლეში აღმოსავლეთ კედელზე დამზადებული წამლების შესანახად გამოკვეთილი 91 თახჩაა, ჩრდილოეთზე - 67, დასავლეთზე - 44, სამხრეთზე - 19, სულ 221 ე.წ თახჩაა (ანუ სათავსო, იგივე კარადა). გარდა ამისა, იატაკში ამოთხრილია 14 ორმო, რომელშიც შესაძლებელია მცენარეულ ნაყოფს წნეხდნენ ან აწვრილმანებდნენ. სამხრეთ კედელზე არის სათავსო, სადაც შესაძლოა მოტეხილობისათვის საჭირო არტაშანებს ინახავდნენ. ამოთხრილ ორმოებში თავსდებოდა 20-30 კგ ტევადობის კერამიკის ან სხვა მასალისაგან დამზადებული ჭურჭელი, რომელშიც წამლის მოსამზადებელი კომპონენტები ან ნაზავები ინახებოდა. თახჩებზე მოთავსებული ჭურჭელი კერამიკულიც იყო, ფაიფურისაც და მინისაც. სააფთიაქო ჭურჭლის სახელწოდებანი კი ამ დროს ასეთია: ჯამი, ჭიქის ჭურჭელი, კოჭობი - თიხის ქოთანი, საწური, ქვის ქოთანი, თანგირა (სპილენძის ქვაბი), როდინი და სხვა. არსებობდა წამლის ფორმებიც ნაირსახეობაც: აბი, ფხვნილები, სალბუნი (მალამო), ყურსი (ტაბლეტი), მაჯუმი (სხვადასხვა სახის ნარევი რთული წამლის ფორმა), თრიაყი (შხამსაწინააღმდეგო საშუალება მოწამვლის დროს), მათბუხი (გამზადებული ნახარში) და ა.შ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია