საქართველო-გერმანია 0:2 (+ვიდეო)

საქართველო-გერმანია 0:2 (+ვიდეო)

29 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტურის შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"დინამო არენაზე" მატჩი კახა ცხადაძის გუნდისთვის პირველივე წუთებიდან ცუდად დაიწყო - ტრავმა მიიღო ალეკო ამისულაშვილმა, მის ნაცვლად კი მოედანზე ლაშა დვალი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს დვალისთვის სადებიუტო მატჩი აღმოჩნდა ეროვნულ გუნდში.

მსოფლიოს ჩემპიონების უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. უკვე მე-5 წუთისთვის მარკო როისის დარტყმის შემდეგ ბურთი ჩვენი კარის ხარიხას მოხვდა...

სტუმრებმა საქმე პირველსავე ტაიმში მოათავეს. 39-ე წუთზე მარიო გიოტცემ ჩვენს საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა, რის შემდეგაც ბურთი მარკო როისს მიუვიდა, ამ უკანასკნელს კი ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.

გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები აირია, ხუთი წუთის შემდეგ კი სტუმრებმა გიორგი ლორიას კარი მეორედ დალაშქრეს - იოზილის გადაცემის შემდეგ თომას მიულერმა ქართველ მცველებს აჯობა - 0:2.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მე-60 წუთზე გატანასთან ახლოს კი როისი იყო, რომლის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

მატჩის დროსაც და მიწურულსაც, მოედანზე რამდენჯერმე გულშემატკივარი შევარდა...

რაც შეეხება D ჯგუფის სხვა

შეხვედრებს, შოტლანდიის ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 6:1 დაამარცხა, ირლანდიისა და პოლონეთის მატჩი კი მოგვიანებით გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევში მორიგ მატჩს სტუმრად პოლონეთთან, 13 ივნისს გამართავს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია