"არ დამიმალოთ, მართლა ნაშვილები ვარო?" - რატომ მოიკლა თავი 11 წლის ნიკამ

"არ დამიმალოთ, მართლა ნაშვილები ვარო?" - რატომ მოიკლა თავი 11 წლის ნიკამ

შემზარავი ტრაგედია დატრიალდა სიღნაღის რაი­ონის სოფელ ძველ ანაგაში - 11 წლის ნიკა ჩალაბაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავზარდაცემულნი არიან ბიჭის მეზობლები, თანაკლასელები და პედაგოგები. როგორც გაირკვა, თვითმკვლელობის წინა დღეს მე-5 კლასის მოსწავლეს თანაკლასელ გოგონასთან კონფლიქტი მოსვლია. ამის შესახებ ნიკას ოჯახის წევრებმაც იცოდნენ. თვითმკვლელობის დღეს ნიკას თავისი გულისტკივილი კლასის დამრიგებლისთვისაც გაუნდვია. პედაგოგი ია პაპიაშვილი ტირილით იხსენებს ნიკასთან საუბრის დეტალებს.

ია პაპიაშვილი: - შეძრული ვარ მომხდარით. ნიკა ძალიან მოწესრიგებული, კარგი ბიჭი იყო. იმ დღეს, დილით, ის იყო, პირველი გაკვეთილი უნდა დაწყებულიყო, რომ მითხრეს, გარეთ ჩხუბიაო. მაშინვე სკოლის დირექტორი და პედაგოგები ჩავერიეთ და სიტუაცია განვმუხტეთ. ბავშვებიც გაკვეთილზე შევიდნენ. ნიკა ცალკე გავიყვანე, გამოვკითხე ჩხუბის მიზეზი, მითხრა, გუშინ ერთმა მითხრა, ნაშვილები ხარო. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ეს სიტყვები რატომ მითხრაო. მასწავლებელო, ესე იგი, ნაბიჭვარი ვარო? ბავშვმა ნათქვამი ასე აღიქვა.

ნიკას სიტყვებმა შემძრა, მოვეფერე და დამშვიდება ვცადე, აბა, რას ამბობ, ვიღაცამ რაღაც სისულელე წამოროშა და შენც დაიჯერე? მშობლები გყავს, ძმა, ხომ იცი, მათ როგორ უყვარხარ-მეთქი.

მისი ძმაც ჩვენი სკოლის მოსწავლეა. დიდ­ხანს ვესაუბრე. ცოტა გამხიარულდა, მივხვდი, რომ დამშვიდდა, ხელი მოვხვიე და გაკვეთილზე შევიყვანე. პირველი გაკვეთილი დასრულდა თუ არა, მითხრა, ია მასწავლებელო, კიდევ ჩხუბი რომ არ ატყდეს, ძალიან გთხოვთ, სახლში გამიშვითო. დედა სახლში თუ არ არის, ვერ გაგიშვებ-მეთქი, დედა არ არის, მაგრამ პაპა და ბაბო ხომ არიანო. მართალია, დამშვიდებული იყო, მაგრამ, სანამ დედამისი შინ არ დაბრუნდებოდა, მაინც არ მინდოდა მისი გაშვება. არადა, არ მომეშვა, ძალიან გთხოვთ, წავალ და უფრო მეტად დავისვენებო, გავუშვი, მაგრამ თანაკლასელი მაინც გავაყოლე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია