"წელიწად-ნახევარი დახვრეტას ველოდი" - სიკვდილმისჯილის აღსარება 15 წლის შემდეგ

"წელიწად-ნახევარი დახვრეტას ველოდი" - სიკვდილმისჯილის აღსარება 15 წლის შემდეგ

საქართველოში სიკვდილით დასჯა 1997 წელს გაუქმდა, ამ დროს ორთაჭალაში,­ სიკვდილმისჯილთა საკანში 52 პატიმარი­ იხდიდა სასჯელს. ისინი ყოველ წუთს ელოდნენ განაჩენის აღსრულებას, მაგრამ გად­არჩნენ. ბოლო დახვრეტა 1995 წლის 15 თებერვალს მოხდა, ერთ დღეს 7 კაცი დახვრ­იტეს. ადრეულ წლებში, დახვრეტის განაჩ­ენის გამოტანის შემდეგ, ოჯახის წევრებს კონტაქტი აღარ ჰქონდათ სიკვდილმისჯილთან, დიდი ხნის მერე მათთან კურიერს ტანს­აცმელი მიჰქონდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ განაჩენი აღსრულდა...

ჩვენი რესპონდენტი 19 წლის იყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ავთანდილ წულუკიანმა დახვრეტა მიუსაჯა. "მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვ­რეტა", - ეს სიტყვები მოსამართლემ­ პროცესზე ორჯერ წარმოთქვა, ორგზის მიუ­საჯა სიკვდილით დასჯა ბრალდებუ­ლს განზრახ მკვლელობისთვის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვისაც. ყოფილი სიკვდილმისჯილი დღეს 38 წლისაა, მან ციხ­ეში 15 წელი გაატარა. ამბობს, რომ პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს, სამსახურიც აქვს, ამიტომ მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.

ზაზა: - 18 წლის ვიყავი, მკვლელობა­ რომ ჩავიდინე, 19 წლის ციხეში გავხდი. 1996 წლის 6 მაისს, გიორგობას, მოსამა­რთლე წულუკიანმა დახვრეტა მომისაჯა. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, დახვრეტას რომ მომისჯიდნენ, მაგრამ რადგან გიორგ­ობა იყო, მეგონა, მოსამართლე მეტყოდა, ახალგაზრდა ხარ და ერთ შანსს მოგცემო. ასე არ მოხდა. დანაშაული ჯგუფური იყო, ჩემს თანამზრახველს 7 წელი მიუსაჯეს. მე ორივე ბრალზე ცალ-ცალკე დახვრეტა მომესაჯა. მკვლელობა ყაჩაღობის დროს მოხდა - ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა.

- ეს არ იყო თქვენი პირველი ნასამართლობა, ასეა?

- პირველად ავტოავარია მოვახდინე,­ მერე ქურდობისთვის დამიჭირეს და 5 წელი მომისაჯეს, მაგრამ ამნისტია შემეხო და მალე გამოვედი. 4 თვის გამოსული ვიყავი,­ ახალი დანაშაული რომ ჩავიდინე.

მაშინ ისეთი ვითარება იყო, ყველა იარაღით დადიოდა. "მხედრიონი" და გვარდია გვყავდა მისაბაძი. ჩვენი თაობა ფიქრობდა, რომ ძალა იარაღშია. ავტომატიანის ყველას ეშინოდა.

ვაკეში გავიზარდე. ჩემი მეგობრების უმრავლესობა, 7 ბიჭი, გარჩევებს შეეწირა, მაშინ ასე იყო, ვინ ვის დაასწრებდა. თითზე ჩამოსათვლელები დავრჩით. გარეთ რომ ვყოფილიყავი, ალბათ, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ჩვენ ყიფშიძის დაჯგუფებას გვეძახდნენ. მეც მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი მაგარი ბიჭი, როგორიც სხვები იყვნენ. ასე აღმოვჩნდი იმ წუმპეში.

6 მაისი, გიორგობა, არასოდეს დამავიწყ­დება. მოსამართლის თავთან ეკიდა წმინდა გიორგის გამოსახულებით გერბი და გიორგობას დახვრეტა მომისაჯა. დედა ცუდად გახდა, შევძახე, დედა, გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. გარეთ ჩვეულებ­რივ გავედი, მაშინ ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ როცა სიკვდილმისჯილთა საკანში, ე.წ. სპეცებში შემიყვანეს, მივხვდი, რაც მჭირდა.

მიწის ქვეშ 24 საკანი სიკვდილმისჯ­ი­ლებისთვის იყო განკუთვნილი. ვინც იქ ნამყოფია, დამეთანხმება, საკანში მორგის სუნი იდგა. ფეხი შევდგი თუ არა, მივხვდი, ფაქ­ტობრივად, მორგში ვიყავი. კავკასიის ისტორიაში თურმე მეშვიდე პატიმარი ვიყავი ამ ასაკის, რომელსაც დახვრეტა­ მომესაჯა.

- სამარტოო საკანში გამოგკეტეს?

- სულ მარტო ვიყავი თვე-ნახევარი, მერვე საკანში. რკინის ლოგინი წყალში იდგა, მხოლოდ ლეიბი მომცეს. მარტო დარჩენილი მხოლოდ

დედაზე ვფიქრობდი. ის ჩემზე დარდს გადაჰყვა. პაემნებზე რომ შემოდიოდა, ვხედავდი, როგორ დნებოდა ქალი. მისი გარდაცვალებიდან რამ­დენიმე დღეში დახვრეტა გაუქმდა. მაშინ ჩემს თავს მივეცი სიტყვა, თუ იქიდან გამოვი­დოდი, დანაშაულს არასოდეს ჩავიდენდი. თვე-ნახევრის მერე უკვე სხვებთან გადამიყვანეს. ლოდინი ძალიან გვღლიდა, ვეღარ ვუძლებდით. წლების განმავლობაში ყოველ წუთს რომ დახვრეტის მოლოდინში­ ხარ, ძნელია.

იმ პერიოდში პეტრე გელბახიანსა და ირაკლი დოკვაძესაც დახვრეტა მიუსაჯეს. მათ ბევრი­ იბრძოლეს, რომ დახვრეტა­ გაუქმებულიყო. კანონები კარგად იცოდნენ. დიდი ბრძოლით მიაღწიეს პაემნის, ამანათის, ინფორმა­ციის მოწოდების უფლებას.

ყველა კარის გაღება შიში იყო. ყოველდღე ტარდებოდა დათვალიერება, დღის პირველ საათზე უნდა გაეჩხრიკათ საკნები, გავყავდით გარეთ, გვაყენებდნენ კუთხეში და ჩხრეკდნენ ოთახს... დასახვრეტი ადამია­ნი სპეცრაზმის თანხლებით გაჰყავდათ. დახვრეტის წინ, განაჩენის წაკითხვამდე ბადრაგი პატიმარს ხელბორკილს ადებდა და ხვდ­ებოდი, რომ ეს შენი ცხოვრების ბოლო წუთები იყო.

აფხაზეთიდან ერთი რუსი იხდიდა სასჯელს, 4 წელიწად-ნახევარი იჯდა სიკვდილ­მისჯილთა საკანში, ბევრის დახვრეტას შე­­ესწრო. იყო კიდევ ერთი, თემური, ის იხსენებდა, საკნებით მოჰყვებოდნენ დასახვრეტებს,­ ჩემ წინა საკნებში მყოფები დახვრიტეს და მეც ველოდებოდი, როდის მომაკითხავ­დნენ. მეგონა, მხნედ ვიყავი, მაგრამ, როცა კარი გააღეს, ჩავიჩოქე, ფეხზე ვერ ვდგებო­დი, ფეხები წამერთვა, იმ დღეს გადავრჩი, მე არ წამიყვანესო. თავდაპირველად 23 სიკვდილმისჯილი ვიყავით, მერე, ეს რიცხვი 52-მდე გაიზარდა. 40% ავთანდილ წულუკიანის გასამართლებული იყო, 30% - ლენგერ ბოჭორიშვილის.

- დრო როგორ გაგყავდათ?

- ირაკლი დოკვაძემ ციხეში პატარა გადამცემები გააკეთა და ერთმანეთს საკნებში­ ველაპარაკებოდით. ბადრაგმა იცოდა, მაგრამ ვერ პოულობდა. პატარა მოწყობილ­ობა ქინდერ-სიურპრიზებში იყო ჩაწყობილი, ჩხრეკის დროს სათამაშო ეგონათ. ზოგს სასაპნეში ჰქონდა ჩამონტაჟებული. ხშირად გვჩხრეკდნენ, მაგრამ ისე იყო ყველაფერი შეფუთული, ვერ ხვდებოდნენ. ხან მუსიკას ვუსმენდით ასე, ან თუ ჩვენს საკითხზე პრეს­აში რაიმე დაიწერებოდა, ირაკლი დოკვაძე­ კითხულობდა ხმამაღლა სტატიას თავის საკ­ანში და ყველა ვუსმენდით ჩვენს საკნებში.

შუქი თუ გაითიშებოდა, დავიწყებდით ბრაგუნს და ჩამოგვიჭიმავდნენ "დვიჟოკის" შუქს. ერთხელ 18 დღე ვიშიმშილეთ, ამის მერე ტელევიზორების შემოტანის უფლება­ მოგვცეს და ინფორმაციასაც ვუსმენდი. მთა­ვარია წყნარად ვყოფილიყავით, რადგან­ სიკვდილმისჯილს დასაკარგი არაფერი აქვს, ყველაფერზეა წამსვლელი. გაქცევის მცდელობას აზრი არ ჰქონდა. სულ სინესტეში, წყალში ვისხედით. ერთი ჭლექით გარდაიცვალა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია