რა ბედი ეწია ქართულ გემებს

რა ბედი ეწია ქართულ გემებს

საქართველოს ფლოტის დაშლა-დანაწევრება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განსჯის საგანი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა ბედია ეწია გემებს, რომლებსაც დიდი ქართველების: "დავით აღმაშენებლის", "აკაკი წერეთლის", "ილია ჭავჭავაძის", "აკადემიკოს უზნაძის", "ნოდარ დუმბაძის" და სხვათა სახელები ერქვა. ზოგი ჯართად დაიჭრა, ზოგი კი უცხო ქვეყნის დროშით დაცურავს... ამ და სხვა საინტერესო თემებზე "კვირის პალიტრას" კინემატოგრაფთა კავშირის წევრი და კინორეჟისორი პაატა ტაბაღუა ესაუბრა, რომლის არაერთი ნამუშევარი საზღვაო სფეროს ეხება.

- არაერთი ტელეგადაცემა მომიმზა­დებია შორეულ სანაოსნო რეისებზე და უამრავი საინტერესო ამბის მომს­წ­რეც გავმხდარვარ. ამ ხნის მანძილზე უიშვიათესი საარქივო მასალის თავმოყრა შევძელი.­ ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ დამოუკიდებელ საზღვაო სახელმწიფოდ ვიქეცით, დაგვრჩა ფლოტი, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ. დამოუკიდებელ ქვეყანაში დიდი პოლიტი­კურ-ეკონომიკური ცვლილებების გამო უცბად ვერ აეწყო მენეჯმენტი და ვერ დას­აქმდა გემები, რისი პრობლემაც საბჭოთა კავშირის დროს არ იყო. იმხანად, რასაკვ­ი­რველია, ათასმა მედროვემ და ავანტიურ­ი­­სტმა ამღვრეულ წყალში თევზის იოლად დაჭერა სცადა, ხელი შეუწყო პროცესების უარყოფითად განვითარებას და ძვირფასი გემები ჯართის ფასად გაიყიდა. არადა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ­ ჩვენი სანაოსნოს ბალანსზე 56 გემი ირიცხებოდა.

აქედან ნახევარზე მეტი თხევადი ტვირთის­ გადამტანი ტანკერი იყო, 16-17 - ბალკერი (სამშრალტვირთო გემი). თითოს დაახ­ლოებით ოცდაათკაციანი ეკიპაჟი ჰყავდა. ამას ემატებოდა ნავსადგურების პერსონა­ლი, გემთსაჭერი ფლოტი, მეზღვა­ურთა ის რაოდენობა, რომლებიც ნაპირზე­ იყვნენ და თავიანთ რეისს ელოდებოდნენ. შედეგად, სავალალო მოცემულობა მივიღეთ:

აღარ გვყავს სავაჭრო-საზღვაო ფლოტი, მთლიანად განადგურებულია გემთსაშენი ფლოტი. რა გასაკვირია, რომ აღარც საზღვაო-სამხ­ედრო ფლოტი გაგვაჩნია. 1999 წლისთვის ყველაფერს ბოლო ჰქონდა მოღებული.­ ათასობით ადამიანი დაგვრჩა დაუსაქმებ­ელი, ბევრი უცხოური კომპანიების გემე­ბზე დასაქმდა, თუმცა, ზოგს გაუმართლა და სოლიდურ კომპანიას ემსახურება. კიდევ­ უფრო სავალალო ის არის, რომ ჯართად გაყიდული გემები ახლა სხვა ქვეყნების დროშით დაცურავენ­ და მათ ბიუჯეტებს ავსებენ. შეიძლება ითქვას, ეს გემები სათითაოდ მყავს გამოტირებული.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია