"ღამის 3 საათზე მაღვიძებენ, რა ვქნა, ვაგინო?!" - გაღიზიანებული მოქალაქეები სპამერი კომპანიების წინააღმდეგ

"ღამის 3 საათზე მაღვიძებენ, რა ვქნა, ვაგინო?!" - გაღიზიანებული მოქალაქეები სპამერი კომპანიების წინააღმდეგ

კომპანიები სპამ SMS რეკლამებით ისევ აგრძელებენ მოქალაქეების შეწუხებას.

"ესემესები მოდის კვირაში ერთხელ მაინც, რაღაც სისულელეები და სმს გასათიში არ აქვს, ხოდა რო ვაგინო?", - ეს ერთ-ერთი იმ გაღიზიანებული მომხმარებლის კომენტარია, რომელსაც ხშირად, ღამის სამ საათზეც კი მისდის SMS-შეტყობინებები. მის მსგავსად, იგივე გასაჭირზე ფორუმზე ათეულობით მოქალაქე ჩივის. ეს შეტყობინებები, როგორც წესი, სარეკლამო ხასიათისაა, რომლებიც კომპანიებს პროდუქციისთვის რეკლამის გაკეთების მარტივ საშუალებად მიაჩნიათ.

კომპანია SMS-ის მცირე ღირებულების სანაცვლოდ, თავის პროდუქციას რეკლამას უკეთებს იმის მიუხედავად, სურს თუ არა აბონენტს მსგავსი სარეკლამო ინფორმაციის მიღება.

SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია, მოიპოვოს მომხმარებლის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი და ემაილი) დამუშავებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები მოპოვებული უნდა იყოს საჯარო წყაროებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულები არიან, მომხმარებელს შეატყობინონ, რომ მას შეუძლია, უარი განაცხდოს SMS-შეტყობინებების მიღებაზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" კომპანიებს, რომლებიც სპამ SMS რეკლამების გაგზავნას განაგრძობენ, კანონის დაცვისკენ უკვე მოუწოდა. თუმცა სხვადასხვა კომპანიები ისევ აგრძელებენ სპამ შეტყობინებებით მოქალაქეების შეწუხებას.

შექმნილია ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ინსპექტორი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას ზედამხედველობს და მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს ახორციელებს. მომხმარებლებს, რომლებიც თვლიან, რომ მათი პირადი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გამოყენება "პერსონალურ მონაცემთა" შესახებ კანონის ფარგლებს ცდება, შესაძლებლობა აქვთ საჩივარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან შეიტანონ. ინსპექტორს კი, თავის მხრივ, უფლება აქვს გამოიძიოს, რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში კერძო თუ საჯარო უწყებების ქმედებები, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.

ბოლო დროს კომპანია "ტექნო ბუმს" განსაკუთრებით უჩივიან: "მე ბევრი მაქვს გამორთული, მაგრამ ტექნო ბუმის რეკლამა მაინც მომდის ხოლმე. ადრე შეწუხებული ვიყავი, რამდენჯერმე რომელიღაცა ფირმამ ღამის 3 საათზე გამაღვიძა", - აღნიშნავს ერთ-ერთი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს, რომელსაც აღარ სურს სპამ SMS-ების მიღება, შეუძლია დარეკოს იმ კომპანიაში, საიდანაც შეტყობინება მიიღო და მოსთხოვოს მას, სარეკლამო შეტყობინებების მის ნომერზე გამოგზავნის შეწყვეტა. მოქალაქეს ასევე შეუძლია მიმართოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტიტუტს და გაარკვიოს, საიდან აქვს ამა თუ იმ კომპანიას მისი პერსონალური მონაცემები.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია