"ბუცთაყვანისცემა", სტადიონზე შევარდნილი ფანები და თამაშის ყველა გამორჩეული ეპიზოდი ფოტოობიექტივში

"ბუცთაყვანისცემა", სტადიონზე შევარდნილი ფანები და თამაშის ყველა გამორჩეული ეპიზოდი ფოტოობიექტივში

29 მარტს საქართველო-გერმანიის ნაკრებების მატჩში გაიმართა, რომელიც გერმანიის ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. როგორც სპორტული პორტალი Sportall.ge აფასებს თამაშს, გერმანელებმა მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [იხილეთ მიმოხილვა].

გთავაზობთ თამაშის მსვლელობისას მოედანზე განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ამ მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს დაამახსოვრდებათ.

პირველ რიგში, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე მომხდარ სასიამოვნო ეპიზოდს შევეხოთ, როცა ძველი მეგობრები - კახა ცხადაძე და გერმანიის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი ანდრეას კიოპკე ერთმანეთს გადაეხვივნენ.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კი, სანამ გუნდები შესვენებაზე გავიდოდნენ, კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი პოლიციელთა კორდონს დაუსხლტა, მინდორზე გადავიდა და ჯაბა კანკავას ბუცები გაუწმინდა. ამით მან გარკვეულწილად გააბათილა თავისივე თანატოლის საქციელი, როცა გერმანელთა ვარჯიშზე ბასტიან შვაინშტაიგერს დაუჩოქა და ბუცებზე მიესიყვარულა [ნახეთ ფოტო]...

მატჩის 73-ე წუთზე მარკო როისის საჯარიმო დარტყმის შემდეგ კანკავა და შვაინშტაიგერს შორის სიტუაცია დაიძაბა. საბოლოოდ არბიტრმა ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა [ფოტო+ვიდეო].

მატჩის დროსაც და მიწურულსაც, მოედანზე რამდენჯერმე გულშემატკივარი შევარდა... შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაზე, მატჩის დაწყებამდეც და დასრულების შემდეგაც, ფანების მხრიდან სტადიონზე ფეხბურთელების თაყვანისცემის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა.

იხილეთ თამაშიდან გამორჩეული ეპიზოდები ფოტოგალერეაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია