ზუგდიდში დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს შენობასთან, აქციის მონაწილე დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დევნილები სამმართველოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. სწორედ ამ დროს მოხდა აქციის მონაწილე ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცსა და სამართალდამცავს შორის დაპირისპირება.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანაში მამაკაცის ჩასმას, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ. სამართალდამცავებმა აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან ასევე გაიყვანეს ის პოლიციელი, რომელიც აქციის მონაწილე მამაკაცს დაუპირისპირდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია