უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, მთაწმინდის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე დიუმას, ცინცაძის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდაურის, ჯანაშიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის, საბურთალოს, იოსებიძის, ხვიჩიას, ბახტრიონის, კოსტავას, ცაგარელის, იყალთოს, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ქარელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედოფლისწყაროს, ბადიაურის, ახმეტის, წურწუმიას, ირბახის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში კაბელების გამოკვლევის მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია