იცოდეთ, ბოლო ობოლი არ ვარ, რომელსაც მშობელს დღისით მოუკლავენ - ინტერვიუ მოკლული ბიზნესმენის შვილთან

იცოდეთ, ბოლო ობოლი არ ვარ, რომელსაც მშობელს დღისით მოუკლავენ - ინტერვიუ მოკლული ბიზნესმენის შვილთან

28 მარტს, დაახლოებით 14.00 საათზე ბიზნესმენი ბესო ხარ­ძიანი თბილისში, მარაბდის #25-ში, საკუთარი სახლის წინ მო­კლეს. ცივსისხლიანმა მკვლელმა, რომელიც მოპე­დით მოძრაობდა, ბიზნესმენს სადარბაზოში ზურგიდან სამი ტყვია ესროლა. ხარძიანი რესპუბ­ლ­იკ­ურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.­ ბიზნესმენის მკვლელობის­ საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს.

მკვლელობის შემდეგ კილერი­ შემთხვევის ადგილიდან მოპედით მიიმალა. მოპედი სამართალდამც­ველებმა კეკელიძის ქუჩაზე იპოვეს.

იცოდეთ, საქართველოში მე ბოლო ობოლი არა ვარ, რომელსაც მშობელს, დღისით, მზისით, მოუკლავენ, - ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის შვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა.

მიხეილ ხარძიანი, ბესო ხარძიანის შვილი: - სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მამაჩემმა სამართალი ვერ იპოვა, მე კი სამართალს აუცილებლად ვიპოვი, ამას ყველას ვპირდები.

- კონკრეტულ პირზე გაქვთ ეჭვი?

- ახლა არაფერს ვიტყვი, ამის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მამაჩემის მკვლელობის საქმეს პირადად გამოვიძიებ.

- რატომ, საგამოძიებო სტრუქტურებს არ ენდობით?

- საერთოდ, მსგავსი ფაქტები მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ წლებია, უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხელისუფლებაში სახეები იცვლებიან, მმართველობის სტილი კი არ იცვლება. 90-იანი წლებიდან ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ - მოქალაქეები მუდმივად სამართალს ვითხოვთ... გია უდესიანის შესახებ მსმენია, მაგრამ ახლა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მალე გამოჩნდება, ვინ იყო მამაჩემის მტერი და ვინ - მოყვარე. გეკითხებით, მერამდენე ადამიანს კლავენ საქართველოში და დღემდე რატომ არავინ აგებს პასუხს?! უკან არაფერზე დავიხევ. საერთოდ,

თუ სახელმწიფო თვალს გაახელს, კარგი იქნება, თორემ იცოდეთ, საქართველოში მე ბოლო ობოლი არა ვარ, რომელსაც მშობელს, დღისით, მზისით, მოუკლავენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია