ლარის კურსს საიდუმლო გარიგებით ადგენენ?!

ლარის კურსს საიდუმლო გარიგებით ადგენენ?!

ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ლარის მასშტაბური გაუფასურება სპეკულაციების შედეგად დაიწყო. ამ ეჭვს "ბლუმბერგის" დახურული სისტემა აძლიერებს, სადაც ლარის კურსზე თამაშის და მანიპულაციის უფრო მეტი საშუალებაა.

"შეიძლება 10 ათას დოლარად სავალუტო კურსი აბურთავო როგორც გინდა და ამის პატრონი არავინ არის. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, მაგრამ შემმოწმებელი ვინაა? ჩვენთან სავალუტო რესურსი საბანკო სისტემაშია. ორ ბანკს უკავია მთელი ქვეყნის სავალუტო რესურსების 70 პროცენტი. საქმე გვაქვს ოლიგოპოლიასთან, როდესაც სრულიად დასაშვებია მოლაპარაკება, გარკვეული შეთანხმება", - ამბობს ფინანსისტი და ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

დასუსტებულ ეროვნულ ვალუტას დევალვაციის მიმართულებით ბიძგი ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდამაც მისცა. საბოლოო ჯამში, ლარი ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ვალუტად ჩამოყალიბდა და მან მოსახლეობაში ნდობა თითქმის დაკარგა. საქართველო "ბლუმბერგის" სისტემაში 2009 წლის მარტიდან ჩაერთო. ამ გადაწყვეტილების მთავარი ინიციატორი "საქართველოში ეკონომიკური რეფორმების ფუძემდებლად" წოდებული კახა ბენდუქიძე იყო. იგი მიიჩნევდა, რომ "საქართველოსთვის და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის საკუთარი ვალუტის არსებობა ზედმეტი რისკი გახლდათ". ბენდუქიძის მოწოდება იყო ისიც, რომ საქართველოში ლართან ერთად მიმოქცევაში დოლარი და ევრო უნდა ჩაშვებულიყო, რაც ინვესტორებს სავალუტო რისკისგან დაიცავდა.

დახურული სისტემა

სპეციალისტების განმარტებით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ისეთი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა "ბლუმბერგის" სისტემა და სავალუტო აუქციონების შემოღება ლარის კურსებზე თამაშის, მანიპულაციის უფრო მეტ საშუალებას იძლეოდა. "ადრე თუ სავალუტო კურსის ჩამოყლაიბების სისტემა იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და მისი მუდმივი მონიტორინგი ხდებოდა, დღეს დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება, რომ სავალუტო კურსზე კარგად ითამაშონ და ხელი მოითბონ",- განმარტავენ სპეციალისტები.

"სუსტი ეკონომიკის განვითარებადი ქვეყნებისთვის მიზანშეწონილია სავალუტო ბირჟების ფუნქციობა. თავიდან ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით გაკეთდა, სადაც კურსის ფორმირება ხდებოდა. დაცული იყო სავაჭრო წესები, კონტროლის მექანიზმი და ა.შ. 2006 წლიდან ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა მოისპო და ქვეყანა გადავიდა "ბლუმბერგის" სისტემაში. იგი არ არის სავაჭრო მოდული, ეს, უბრალოდ, საინფორმაციო სისტემაა", - ამბობს ფინანსისტი და ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ბანკთაშორის სავალუტო ბირჟისაგან განსხვავებით, "ბულმბერგი" აბსოლუტურად დახურული სისტემაა. სავალუტო ბირჟებზე მკაცრად არის რეგულირებული კურსის ფორმირების პრინციპები, ანუ განსაზღვრულია გარიგებისთვის საჭირო მინიმალური თანხის მოცულობა. ბირჟაზე პატარა თანხით კურსს ვერ შეცვლიდი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია