"ზვიად გამსახურდიამ კი არა, იესო ქრისტემ ვერ შეუცვალა ადამიანებს ცნობიერება"

"ზვიად გამსახურდიამ კი არა, იესო ქრისტემ ვერ შეუცვალა ადამიანებს ცნობიერება"

რაც დრო გადის სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ზვიად გამსახურდიას ამ გარემოში გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა."

"მამას ჰქონდა შეცდომები და ამაზე არავინ არ დაობს"

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 76 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას გახსენება მის ვაჟს ცოტნე გამსახურდიას ვთხოვეთ:

- მე და მამას ზომიერი ურთიერთობა გვქონდა, რადგან ის უამრავ საზოგადოებრივ საქმეში იყო ჩართული, დროც ძალიან ცოტა ჰქონდა და აქედან გამომდინარე დიდი დროს ვერ გვითმობდა. ჩვენ დისტანცირებული ურთიერთობა გვქონდა და საკმაოდ იშვიათად ვსაუბრობდით ხოლმე, განა იმიტომ, რომ მას სურდა ასე, ალბათ ეს ჩემი ბრალი უფრო იყო - მამასთან ძალიან მორიდებული ვიყავი.

- ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდია დაღუპა საკუთარი ქვეყნის უზომო სიყვარულმა და რომ არა მისი პატრიოტიზმი, ბევრი რამე შეიცვლებოდა. რამდენად ეთანხმებით ამ მსჯელობას?

- რომ არა მამას პატრიოტიზმი, რა იქნებოდა ცოტა ძნელი სათქმელია, რადგან ისტორიას არ უყვარს თურმეობითი კილო... ფაქტია, რომ საქართველოს უსაზღვრო სიყვარულმა მას ბევრი რამის დანახვის საშუალება არ მისცა, ბევრი ალტერნატივის რომელიც იმ მომენტში შესაძლოა დროებითი უკან დახევაც ყოფილიყო. მე ვიტყოდი, რომ უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა, ის როგორც არ უნდა მოქცეულიყო... გამსახურდია არ იყო ღმერთი და შეუძლებელს ვერ გააკეთებდა. ის ვერ შეუცვლიდა ტვინს მილიონობით ადამიანს, რომლებიც ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულან მოქალაქეებად.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია