ავთანდილ სუდაძე - დღეს ქალაქი გუგუნებს

ავთანდილ სუდაძე - დღეს ქალაქი გუგუნებს

ქალაქი გუგუნებს დღეს და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ ურბანული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თბილისში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და გაცილებით მეტი კეთდება ვიდრე ეს წინა წლებში კეთდებოდა.

"ქალაქი გუგუნებს დღეს და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შედეგები და სტატისტიკური მონაცემები ძალიან დამაიმედებელია, სამჯერ მეტია ნაკეთები ყველაფერი ვიდრე წინა წლების სტატისტიკა აჩვენებს", - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პასუხებით უკმაყოფილო იყვნენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მთავრობა მოდუნებულია და არაფერს აკეთებს.

"დღეს ადამიანები ვნახეთ, რომელთაც არ ანაღვლებთ ის, რომ მოსახლეობას დანგრეულ გზებზე სიარული უწვეთ. ისინი ნელა და მოდუნებით მუშაობენ. ყველა ის პროექტი რაზეც საუბრობენ დღეს, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის დაწყებული", - განმაცხადა აბესაძემ.

საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის საკრებულოს დეპუტებთან შეხვედრის ფორმატით უკმაყოფილო არის ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, დეპუტატებს არ მიეცათ საშუალება მიეღოთ პასუხები დასმულ კითხვებზე. თბილისის საკრებულოში დღეს თბილისის მერიის განვითარების ფონდის ანგარიშსაც მოისმენენ, ასევე იგეგმება თბილისის არქიტექტურული სამსახურის წარმომადგენლების მოსმენა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია