"კახელი პატიოსანი ბიჭის ისტორია უნდა მოვყვე, რომელიც ალბათ ყველას შეაშფოთებს..."

"კახელი პატიოსანი ბიჭის ისტორია უნდა მოვყვე, რომელიც ალბათ ყველას შეაშფოთებს..."

Facebook-ზე უჩა კანდელაკი კახელი ბიჭის რთულ ისტორიას ყვება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, დაინტერესდეს.

"გთხოვთ ყველას ანახოთ ეს წერილი!!!

ბატონო პრემიერო, გთხოვთ, იქნებ დაინტერესდეთ ამ საქმით!!!

კახელი პატიოსანი ბიჭის ისტორია უნდა მოვყვე, რომელიც ალბათ ყველას შეაშფოთებს...

13 წლის ასაკში ბიჭს დედა გარდაეცვალა, ის სკოლა ინტერნატში სწავლობდა, დედის გარდაცვალებასთან ერთად დაიჭირეს მამამისი, ბიჭი იძულებული გახდა სკოლა ინტერნატიდან გამოსულიყო და მარტო დარჩენილი ბებია ერჩინა... ასე დაიწყო ამ ბიჭმა გურჯაანის სახანძროში მუშაობა 15 წლის ასაკიდან და დღემდე ემსახურებოდა გურჯაანის სახანძროს, მას არაერთი მადლობის წერილი აქვს მიღებული რაიონში, დღემდე ბევრი კითხვით მიმართავენ ყოფილი თანამშრომლები...

მოკლედ ეს ბიჭი სამსახურიდან დაითხოვეს, მიზეზად ატესტატის არქონა დასახლედა... ეს ამხელა ორმეტრიანი კაცი დგას და 3 წლის ბავშვივით ტირის, საოცრება ვნახე!!!!

ყველაზე მთავარი რაც არის, ბიჭს, როცა ატესტატი?(11 კლასის დამთავრების) მოთხოვეს, მიიტანა საბუთი, რომელიც აღმოჩნდა შევარდნაძის დროს დამზადებული რაღაც ფარატინა ფურცელი... ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ურეკავს ერთ-ერთი თანამშრომელი ვინმე ია ლიპარელიანი და ეუბნება სამსახურში უნდა აღგადგინოთ და მობრძანდიო, თურმე დაკითხვაზე იბარებდნენ რეალურად. მიიტყუეს, ნეტა სად გაექცეოდათ, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, გადასცეს პროკურატურას და ამ ბიჭს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ან განუზომლად დიდი ჯარიმა ემუქრება, რასაც პროკურატურა ითხოვს, კახეთის პროკურატურა, რომელმაც გიორგი სიბაშვილი იძულებული გახადა საკუთარი თავი "თავად დაეპატიმრებინა", გასაცოდავებულ ხალხს მისდგა, ადამიანს, რომელიც გაჭირვებაში ცხოვრობს, არის ორი შვილის მამა, ესე წირავს სახელმწიფო!!! დასკვნა თავად გააკეთეთ!!", - წერს კანდელაკი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია