ქართველი გულშემატკივარი: ფეხბურთის ფედერაციამ ჰაერი მომყიდა!

ქართველი გულშემატკივარი: ფეხბურთის ფედერაციამ ჰაერი მომყიდა!

29 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი.

ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელმაც შეხვედრაზე დასასწრები 15-ლარიანი ბილეთი ინტერნეტით სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეიძინა, "ფეისბუქზე" ფოტოს და კომენტარს აქვეყნებს. მისი თქმით, ბილეთზე მითითებული ადგილი, სინამდვილეში, სტადიონზე არ არსებობს.

"ბილეთი ინტერნეტით ვიყიდე, სტადიონზე 21-ე სექტორის მე-8 რიგში 34-ე ადგილი საერთოდ არ იყო, 33-ით მთავრდებოდა რიგი. ჰაერი მომყიდა ფედერაციამ! იქვე პოლიციელს მივმართე დახმარებისთვის და ასე მიპასუხა, პირველი არ ხარ, სხვებსაც შეემთხვა იგივეო!", - წერს დათო მოლოდინი და თან ფოტოსაც აქვეყნებს.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ქომაგების უკმაყოფილო კომენტარები ვრცელდება. გულშემატკივრების თქმით... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია