უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.

"თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო, ხვალ, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, კერძოდ, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის, თავისუფლების მოედნის, ერეკლე მეორის მოედნის, ტიციან ტაბიძის, პუშკინის, ასათიანის, ივერიის, ყავლაშვილის, ანტონ კათოლიკოსის, კოტე აფხაზის, ბერიძის, ვეკუას, ბარათაშვილის, სანაპიროს, ფურცელაძის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, ჩახრუხაძის, ახუნდოვის, შავთელის, სულთნიშნის, იეთიმ გურჯის, აკოფიანის, ავლევის და ნაკაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, ხვალ, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში - სოფელ დიდგორის მაცხოვრებლებს, ასევე გეგმიური სამუშაოების გამო, ხვალ, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება - ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ასევე გეგმიური სამუშაოების გამო, ხვალ 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში ჩოლოყაშვილის I კვარტლის, მალხაზის შესახვევის, ჩკალოვის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ლერწმის და მანავის ქუჩების მაცხოვრებლებს, ასევე 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ქვიშხეთის და ხევისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კაბელების გამოკვლევის მიზნით, ხვალ, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონში დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება - ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, ხვალ, 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

რაც შეეხება დიდუბის რაიონს, გეგმიური სამუშაოების გამომ ხვალ, 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებს. გლდანის რაიონში კი გეგმიური სამუშაოების გამო, ხვალ, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება - მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და მუხიანის აგარაკების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო ხვალ, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხება ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს. ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების გამო, ხვალ, 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს. სარეზერვო კაბელის მონტაჟის გამო, ხვალ, 11:00-დან 16;00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონში ახვლედიანის ხევის, სანთლის და ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია