''ქმარმა ბოზებში წამიყვანა...''

''ქმარმა ბოზებში წამიყვანა...''

ალბათ, რთულია წარმოიდგინოთ სცენა, როდესაც ქმარს ცოლი სექსუალური მუშაკების გასაცნობად მიჰყავს, მაგრამ თურმე ასეთი რამ შეიძლება თბილისშიც მოხდეს.

ნიაკო 25 წლისაა. ქმარი უყვარს, მაგრამ იმის დავიწყება უჭირს, რაც ორი თვის წინ მოხდა. დღეს ყველას უმალავს, რომ სექსმუშაკებთან მეგობრობს, მაგრამ თავიდან ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა.

- 20 წლის ვიყავი, როდესაც გივი ჩემს მეზობლად კორპუსში საცხოვრებლად გადმოვიდა. გარეუბანში ვცხოვრობ და მახსოვს, უბანში ჭორაობდნენ, რომ გივის ოჯახი ერთ დროს მილიონებს ფლობდა და ბოლოს ისე გაუჭირდათ, ვალების გასასტუმრებლად ყველაფერი გაყიდეს და დარჩენილი ფულით ბინა იყიდეს. ერთ კვირაში გავიცანი ახალი მეზობელი და მივხვდი, რომ პირველივე ნახვისას მოვეწონე. ფლირტი ცოტა ხანს გაგრძელდა და ალბათ, ერთ თვეში შეყვარებულები გავხდით.

- წინააღმდეგობა არავისგან შეგხვედრიათ?

- არა, პირიქით, ყველა ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ გივის ორი ძმა ჰყავდა და სახლში იმდენად ვიწროდ ცხოვრობდნენ, ცოლად ვერ მივყვებოდი. მალე დედამისი სამუშაოდ იტალიაში წავიდა და ოჯახმაც ამოისუნთქა. ორ წელიწადში მეზობლად ერთოთახიანი ბინა ვიყიდეთ და საცხოვრებლად გადავედით. ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით. გივიმ დაცვაში დაიწყო მუშაობა, მე - ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოლარედ და საკუთარ თავს ვინახავდით, სანამ ერთ დღეს ქმრის ტელეფონში უცნაური შინაარსის მესიჯები არ წავიკითხე. ვიღაც გოგო სწერდა, რომ საღამოს მასთან მისულიყო, რადგან დიანაც იქნებოდა. ისტერიკა მოვაწყვე, ეჭვიანობის სცენებით ქმარი გადავრიე და რაც ყველაზე მთავარია, რაიმეს ახსნა არც ვაცალე.

- არ დაგაინტერესათ, ვინ იყვნენ ეს გოგონები?

- არა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ საყვარელი ჰყავდა და არაფრის ახსნა აღარ მინდოდა. როდესაც ტირილით გული ვიჯერე, ოთახში გივი შემოვიდა და მთხოვა მომესმინა. შემდეგ კი მითხრა, რომ ეს ორი გოგონა მისი კლასელები იყვნენ, რომლებთან ერთადაც გაიზარდა. დიანა და ქეთი სექსმუშაკები არიან, მაგრამ მე მათ მაინც დებად ვთვლი და გინდა დაიჯერე, გინდა არა, მათთან მართლა არასოდეს არაფერი მქონიაო, – მითხრა და სახლიდან წავიდა.

იმ საღამოს ''სკაიპით'' დედამთილს ველაპარაკე და ყველაფერი ვუთხარი. ნერვები აეშალა, მითხრა, რომ თავადაც კარგად იცნობდა იმ გოგონებს და მართლა მისი შვილის მეგობრები იყვნენ, მაგრამ არასოდეს მსიამოვნებდა, რომ გივის მათთან ურთიერთობა ჰქონდაო. თურმე ერთხელ, გივის მსგავსად, კლასელი ბიჭი სტუმრად მივიდა, ამ დროს რომელიღაცას საყვარელი ესტუმრა და უცხო ბიჭი რომ დაინახა, დაჭრა. მითხრა, ამის მერე მეშინია ჩემი შვილის იქ მის-ვლა, თორემ ის გოგონები თავისი თავის გარდა სხვას არაფერს დაუშავებენ და არც შენს ოჯახს დაანგრევენო. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბედს შევეგუე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია