რა ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში ავტოიმპორტიორების ხელშეწყობისთვის

რა ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში ავტოიმპორტიორების ხელშეწყობისთვის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო კოდექსში რიგი საგადასახადო პროცედურების შეცვლასა და გამარტივებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, 1 აპრილს, შემოსავლების სამსახურში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის ხელმძღვანელობით ავტომობილების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შემოსავლების სამსახური მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის გეგმაზე რამდენიმე თვეა მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ამ ბიზნესში დასაქმებულ პირებთანაც. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ძირითადი ცვლილებების პროექტი. პროექტის თანახმად, საქართველოში 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი გათავისუფლდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებისგან, თუ იგი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს მის გაფორმებას (გააიმპორტებს ან გაიყვანს რეექსპორტზე). შემოსავლების სამსახურის შეფასებით, ამ რეგულაციით სულ მცირე 1000 ლარით "გაუიაფდება" მანქანა და, შესაბამისად, საგრძნობლად გაიზრდება მისი გაყიდვის ალბათობაც.

საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე ყოფნის 45-დღიანი ვადა გაიზრდება 60 დღემდე. ასევე გაუქმდება დაჯარიმება ამ ვადიდან 90 დღემდე გამოუცხადებლობაზე. შემდეგი ცვლილების თანახმად, თუ იმპორტიორმა 90 დღის განმავლობაშიც ვერ მოახერხა გაყიდვა, მარტივდება საბაჟო საწყობის რეჟიმში ავტომობილის განთავსების პირობები. ამასთან, ეს რეჟიმი, საბაჟო საწყობის გარდა, გავრცელდება სხვა ადგილებზეც (მაგალითად, ბაზრობაზე და სხვ.).

ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია