სააღდგომოდ სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ უფასო იქნება

სააღდგომოდ სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ უფასო იქნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ უფასო იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერიაში მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დავით ნარმანიას განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციულად სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იყო, ამ თვალსაზირისით, წლევანდელი წელიც არ იქნება გამონაკლისი. მოქალაქეებს ტრანსპორტი მოემსახურება უფასოდ, რასთან დაკავშირებითაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განკარგულებას მიიღებენ.

ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე სასფლაოსთან მისასვლელი გზა ხელახლა დააგეს. მერის თქმით, წლების განმავლობაში მოქალაქეები ამის გამო დისკომფორტს განიცდიდნენ. მისივე თქმით, ასევე სასაფლაოებიდან გაიტანეს წლების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია