თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, გლდანის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ანდრონიკაშვილის და კაჭარავს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის III მიკრორაიონის II, III კვარტლების, ძოწენიძის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, კასპის და კოშკოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ტრაქტორის, ზესტაფონის, ბენდელიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, კუტუზოვის, ცინცაძის, საბურთალოს და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს. ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლის გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, ნინო ჩხეიძის, თოიძის, წმინდა ნიკოლოზის, ბუხაიძის, გორკის, ციმაკურიძის, ხეთაგუროვის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, გოკიელის, ნაკადულის, სამასი არაგველის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საკაბელო ტრასების შემოწმების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V, VI მიკრორაიონების, ახმეტელის და რობაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია