შეეხო თუ არა ცვლილება გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას - მინისტრის კომენტარი

შეეხო თუ არა ცვლილება გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას - მინისტრის კომენტარი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გადაუდებელ ოპერაციებზე, ისევე, როგორც გეგმიურზე, არანაირი ცვლილებები არ მომხდარა, - ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა კითხვას, რომლის მიხედვითაც გადაუდებელი ოპერაციის დროს პაციენტს ღირებულების 30 პროცენტი გადაახდევინეს.

"მე არ ვფიქრობ, რომ რეალურად ეს ასე ყოფილიყო. თუ ეს მოხდა, ალბათ დიდი გაუგებრობაა, რადგან გადაუდებელ ოპერაციებზე, ისევე, როგორც გეგმიურზე არანაირი ცვლილებები არ არის. ის მთავრობის დადგენილება, რომელიც შემოვიდა, შეეხება ტარიფების მოწესრიგებას და არა შემცირებას", - განმარტა მინისტრმა.

მანვე განაცხადა, რომ თუ კონკრეტულ შემთხვევას მიაწვდიან ასეთს, ის დაინტერესდება ამ საკითხით. რაც შეეხება იმას, თუ რა იგულისხმება ტარიფების მოწესრიგებაში, სერგეენკომ აღნიშნა, რომ გამოიკვეთა ეპიზოდური შემთხვევები, როდესაც პაციენტის მოვლის ხარისხი იყო ხელოვნურად დამძიმებული, შესაბამისად, მაღალი ანაზღაურებები მოთხოვნილი. "ამიტომ გაიწერა ეს პროტოკოლი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს", - განაცხადა სერგეენკომ.

დღესვე მინისტრმა უპასუხა საწარმოო ტრავმებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშს. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, დღეს გაიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვაზე, რომელსაც ესწრებოდა უჩა ნანუაშვილი, სადაც ნანუაშვილმა წარმოადგინა რეკომენდაციები, მათ შორის, რეკომენდაცია, რომ არ არის შექმნილი შრომის ინსპექცია.

"ჩვენ იქვე გავუზიარეთ ინფორმაცია. მე წუხილი გამოვთქვი, რომ ის არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული. ერთი თვეა უკვე, რაც შეიქმნა შრომის ინსპექცია, უახლოეს დღეებში დაიწყება შესაბამისი სპეციალისტების, ინსპექტორების გადამზადება და ეს გეგმა, რაც განხორციელდება წლის განმავლობაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად გავწერეთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია