პრეზიდენტი და პირველი ლედი პატრიარქთან ერთად საქველმოქმედო კონცერტზე

პრეზიდენტი და პირველი ლედი პატრიარქთან ერთად საქველმოქმედო კონცერტზე

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი აუტიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საქველმოქმედო გალა-კონცერტს დაესწრნენ. ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც იმყოფებოდა.

"მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქველმოქმედო აქციაში და გამოვთქვა რწმენა, რომ ეს თემა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს საზოგადოებაში და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ძალიან კეთილი საქმის განხორციელებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კონცერტი "განსაკუთრებული ბავშვების" დასახმარებლად მათი მშობლების მიერ იყო ორგანიზებული, რომელზეც პატრიარქის მიერ შექმნილი ნაწარმოებები შესრულდა. აუტიზმის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ყოველწლიურად 2 აპრილს აღნიშნავს და ქვეყნის სიმბოლოებს ღია ლურჯ ფერად ანათებს. საქართველოც შეუერთდა ამ აქციას და კონცერტის დროს ფილარმონიის გარე ფასადი ლურჯად განათდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია