18 წლის ქართველი გოგონა, რომელზეც უდიდესი ბრაზილიური მედიაკორპორაცია წერს - მარიამის გზა სიღატაკიდან ჰარვარდამდე!

18 წლის ქართველი გოგონა, რომელზეც უდიდესი ბრაზილიური მედიაკორპორაცია წერს - მარიამის გზა სიღატაკიდან ჰარვარდამდე!

18 წლის მარიამ ტოპეშაშვილი ქართველი ემიგრანტების შვილია. ამჟამად გოგონა ბრაზილიის მოქალაქეა და სრულყოფილად საუბრობს პორტუგალიურად. თუმცა, სულ ეს არ არის, მარიამი პორტუგალიურის გარდა, კიდევ ხუთ ენას ფლობს. იგი გატაცებულია პოლიტიკითა და ეკონომიკით. ამისთან, დიდ დროს უთმობს მოხალისეობას.

2001 წელს 4 წლის მარიამი მშობლებთან ერთად რიო დე ჟანეიროში ჩავიდა. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. მამა კოპაკაბანას პლაჟზე ლუდს ყიდდა. დედას სამუშაოს საშოვნელად ორი წელი დასჭირდა. მშობლები შემოსავლის უმეტეს ნაწილს შვილის განათლებაში ხარჯავდნენ. მოგვიანებით, მარიამი რიოს პრესტიჟულ, პედრო II-ის სახელობის კოლეჯში მიიღეს. პარალელურად იგი მათემატიკის, ქიმიისა და ისტორიის ოლიმპიადებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო თავისუფალ დროს უსინათლო ადამიანებს წიგნებს უკითხავდა.

შარშან მარიამი შეერთებული შტატების მთავრობამ ახალგაზრდობის ელჩად აირჩია. განათლების ფონდისა და აშშ-ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით მან საბუთები ამერიკულ უნივერსიტეტებში გაგზავნა და 31 მარტს სრული სტიპენდიით ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მარიამს მხოლოდ იმაზე წყდება გული, რომ მის წარმატებას მამა, ავთანდილი, ვერ მოესწრო. "მამამ ჩემი განათლებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. მან მასწავლა ყველაფერი, რაც პოლიტიკის შესახებ ვიცი. მამას უყვარდა, როცა წიგნებს მიკითხავდა. უსინათლოთათვის წიგნების კითხვაც მისგან ვისწავლე," - ამბობს მარიამი. ქართველი ემიგრანტის შესახებ ინფორმაციას უდიდესი ბრაზილიური მედიაკორპორაცია "გლობო" აქვეყნებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია