"დღეს გიგი თავისუფალი უნდა ყოფილიყო" - თამარ ჩერგოლეიშვილი უგულავას პატიმრობაზე

"დღეს გიგი თავისუფალი უნდა ყოფილიყო" - თამარ ჩერგოლეიშვილი უგულავას პატიმრობაზე

თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის სტატუსით, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობის ამბავს ეხება:

"კონსტიტუციით განსაზღვრული წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გუშინ ამოიწურა. დღეს გიგი თავისუფალი უნდა ყოფილიყო. ცხადია არავის, მათ შორის არც გიგის, ჰქონია იმის ილუზია, რომ ივანიშვილი მის გათავისუფლებას დაუშვებდა. ზუსტად ისე, როგორც არ გვქონია იმის ილუზია, რომ ივანიშვილი გიგის არ დაიჭერდა.

ამის მიუხედავად ის საქართველოში, თავისი ამომრჩევლის გვერდით დარჩა. მიიჩნევდა, რომ თუ ქვეყანას დატოვებდა, პოლიტიკური საქმიანობა აღარ უნდა გაეგრძელებინა. ამ გადაწყვეტილების შედეგად ის ციხიდან ბევრად უფრო ძლიერი გამოვა, როგორც პოლიტიკურად, ისე პერსონალურად, ვიდრე ოდესმე იყო"- წერს ჩერგოლეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ უგულავას წაყენებული ბრალდებებიდან მხოლოდ ერთ საქმეზე ამოეწურა წინასწარი პატიმრობის ვადა, თუმცა, სხვებზე კვლავ უნარჩუნდება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია