16 და 18 წლის პანკისელი ბიჭები სირიაში საბრძოლველად გაიპარნენ - მშობლები მომხდარის თაობაზე

16 და 18 წლის პანკისელი ბიჭები სირიაში საბრძოლველად გაიპარნენ - მშობლები მომხდარის თაობაზე

მშობლები ვარაუდობენ, რომ პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურიდან, სირიაში საბრძოლველად სკოლის მოსწავლეები, 16 წლის მ.კ და 18 წლის რ.მ წავიდნენ.

მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, ისინი ორი დღის წინ სკოლაში წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მოზარდების მშობლები ყვებიან, რომ ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ და ბოლოს პოლიციას მიმართეს, რის შემდეგაც, გაირკვა, რომ მოზარდებმა აეროპორტში სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და თურქეთის მიმართულებით გაფრინდნენ.

მშობლები ეჭვობენ, რომ თურქეთიდან მათ სირიაში საბრძოლველად გადაიყვანენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ ისლამური სახელმწიფოს მხარეს, სირიაში 50-მდე პანკისელი ქისტი იბრძვის. ამ დროისთვის, სხვადასხვა შეტაკებების დროს, სირიაში 11 პანკისელია გარდაცვლილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია