ვინ არის ია ფარულავას ბიზნესლედი ორეული - "პრინცესასავით გოგო იყო, მძღოლები ემსახურებოდნენ და მისი გაცნობა ადვილი არ იყო"

ვინ არის ია ფარულავას ბიზნესლედი ორეული - "პრინცესასავით გოგო იყო, მძღოლები ემსახურებოდნენ და მისი გაცნობა ადვილი არ იყო"

რამდენიმე საათის წინ, ია ფარულავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობ ია ფარულავას და ბიზნესლედის, თეო ფერაძეს ერთმანეთს ბავშვობიდან ამსგავსებდნენ. საერთო სამეგობრო წრე ჰყავდათ, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების და გარკვეული მიზეზების გამო, ახლო მეგობრები რამდენიმე წლის წინ გახდნენ.

- ია, რატომ გადაწყვიტეთ თქვენ და თეომ ერთობლივი ფოტოების გადაღება?

- რამდენიმე დღის წინ ვიხსენებდით ძველ ამბებს, ერთმანეთს რომ გვამსგავსებდნენ, ნოსტალგია შემოგვაწვა. მივედით ლეკოსთან სტუდიაში და ჩვენთვის გადავიღეთ ეს ფოტოები. თინეიჯერობის გახსენება გვინდოდა. ხომ იცი, ადამიანს ნოსტალგია აწუხებს ასაკში (იცინის). პირველი აპრილისთვის გვინდოდა ამ ფოტოების დადება, მაგრამ არ გამოგვივიდა. თეო ჩემზე პატარაა ასაკით, ის ყოველთვის ეშლებოდათ ია ფარულავაში, მაშინ უფრო მეტად ვგავდით ერთმანეთს.

- დიდი ხანია მეგობრობთ?

- 1989 წლიდან ვიცნობ. საერთო წრეში ვიყავით, მაგრამ ახლოს არ ვიცნობდი, ბოლო 4-5 წელია, რაც დავმეგობრდით. თეო მაშინ პრინცესასავით გოგო იყო, მძღოლები ემსახურებოდნენ. მისი გაცნობა ადვილი არ იყო. მახსოვს, ერთხელ კაფეში ვიჯექი, მოვიდა უცნობი ბიჭი, გადამკოცნა, მომიკითხა, თეოს ძმა, თენგო მოიკითხა და თანხა გადაგვიხადა. ძალიან შემრცხვა, ის ბიჭი ავსტრიაში ცხოვრობდა და ამიტომ ვერ მიცნო მე. თეოს ბევრი სახალისო მომენტის გახსენება შეუძლია ამაზე.

თეო ფერაძე:

- მთელი თინეიჯერობა იას მამსგავსებდნენ. ია ცნობილი იყო მაშინ. როცა უცხო ადამიანებს ვხვდებოდი, იხსენებდნენ, ვის ვგავდი და ბოლოს ყველა მეუბნებოდა, ია ფარულავას გავხარო. ერთხელ იას მეგობარ ექიმთან მივედი, თბილისში ცნობილი სპეციალისტია ვოვა შენგელიძე. რაღაცნაირად კი მექცეოდა, მაგრამ თავიდან ვერაფერს მივხვდი. ანკეტის შევსება რომ დავიწყე და ჩემი სახელი ვუთხარი, მითხრა, გულზე მომეშვა, ია ფარულავა მეგონე, ჩემი მეგობარია და ვფიქრობდი, ასე რატომ შემხვდაო.

- არასდროს გიცდიათ მიგებაძათ ია ფარულავასთვის? ის ცნობილი და გამორჩეულად ლამაზი გოგო იყო თბილისში...

- არ მიფიქრია არასდროს. რატომღაც ერთნაირი სტილი და სახის ნაკვთები გვქონდა, ამიტომ გვამსგავსებდნენ. მსიამოვნებდა, რომ მამსგავსებდნენ. სანამ გაიხსენებდნენ ვის ვგავდი, აღარ ვღლიდი ხალხს და ვეუბნებოდი, ია ფარულავას მამსგავსებთ-თქო.

- თვისებებიც ერთნაირი გაქვთ?

- ხასიათით და თვისებებით არ ვგავართ ერთმანეთს. ამიტომაც ვეწყობით, ვმეგობრობთ და ვავსებთ ერთმანეთს.

ასევე დაგაინტერესებთ| მილიონერ უგულავას პირველი ცოლი ქმარზე, მის ყოფილ ცოლებზე, საყვარლებსა და ბიზნესზე - "პირველად ვსაუბრობ ამაზე თქვენთან"

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია