მერიის მიერ დაფინანსებული კომპიუტერისა და ინგლისური ენის უფასო კურსები უქმდება

მერიის მიერ დაფინანსებული კომპიუტერისა და ინგლისური ენის უფასო კურსები უქმდება

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. საკრებულოს ინფორმაციით, სხდომას დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

გიორგი არეშიძემ კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, ცვლილებები 2015 წლის ბიუჯეტში, ძირითადად მიმდინარე პერიოდში ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და წლის ბოლომდე მოსალოდნელი შესრულების გათვალისწინებით ხორციელდება. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება, რომელიც საბავშვო ბაგა-ბაღების ბიუჯეტის ცვლილებას ეხება, 1 მლნ 500 000 ლარის ოდენობის თანხის თბილისის მერიის კეთილმოწობის საქალაქო სამსახურის ბალანსზე გადატანას გულისხმობს და არა საბავშვო ბაგა-ბაღების ბიუჯეტის შემცირებას.

კონკრეტულად კი, ამ ცვლილებით, თანხას თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური განკარგავს და აღნიშნული თანხა ისევ საბავშვო ბაგა-ბაღებს მოხმარდება.

გიორგი არეშიძემ, ასევე ბიუჯეტის სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა. მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის ბაზაზე არსებულ მოქალაქეთა გადამზადების კურსებზე გათვალისწინებულ ბიუჯეტის შემცირებაზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება წინა წლებში მიღებული გამოცდილებითაა განპირობებული. კერძოდ, მისი განცხადებით, ზემოთნახსენები კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსების ეფექტიანობა, რომლის სერვისსაც მერია უფასოდ სთავაზობდა მოქალაქეებს, ძალიან დაბალი და უშედეგო აღმოჩნდა.

მისი განმარტებით, მოქალაქეების უმეტეს ნაწილს, რომლებიც კურსებს არც კი ესწრებოდნენ და შესაბამისად ვერ იღებდნენ ცოდნას, მაინც ენიჭებოდათ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები და თანხა უშედეგოდ იხარჯებოდა. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თანხა, რომელიც აღნიშნულ გადამზადების კურსებზე უნდა დახარჯულიყო, კეთილმოწყობისა და სპორტულ სფეროებზე გადანაწილდება. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სხდომაზე დეპუტატებმა ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების თაობაზეც იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცემს თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების, მემკვიდრეობის დამცავ ზონებში დოკუმენტაციისა და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების წარმოებისა და სანებართვო კონტროლის უფლებამოსილებებს.

ამავე ხელშეკრულების თანახმად, კონტროლი ამა თუ იმ განკარგულების შერულებაზე, რომლებიც დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ კულტრული მემკვიდრეობის ძეგლებს შეეხება, თბილისის მერის პირველ მოადგილეს დაევალება, ხოლო ზედამხედველობის საკითხს კვლავ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე განათლების სფეროსთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზეც იმსჯელეს, როგორიცაა, თბილისის მერიის იურიდიული კლინიკის, პროფესიული განათლების, ზრდასრულთა განვითარების ხელშეწყობისა და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობაში გადასვლის შესახებ საკითხები. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველას საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიესცეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია