კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:19 / 07-04-2015
თბილისის საკრებულომ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა.

"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესის" ამოქმედების შემდეგ სავალდებულო ხდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით" (ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე. ცხოველის პატრონი ვალდებულია
აანაზღაუროს მის საკუთრებაში/მფლობელობაშიმყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ახალი ნორმების მიხედვით, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 08:00 – 22:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 22:00 – 08:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში. "შინაურ ცხოველების მოვალა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების შობადობის და რაოდენობის შემცირებასაც გულისხმობს, რის დროსაც გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები.

ასევე წესში გაწერილია ცხოველების ევთანაზია და მოკვდინება. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს, აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) იძულებითი შიმშილი, წყურვილი; ზ) სხვა არაჰუმანური მეთოდები.

კანონი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ არის შემუშავებული, საკრებულოს სხდომაზე კი გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა წარადგინა. ახალი რეგულაციების განხილვისა და დამტკიცების პარალელურად თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცვიელებმა და შინაური ცხოველები პატრონებმა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციების მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას; არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია); მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას; არაა გაწერილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თავშესაფრებისთვის; ალიკაპი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას და აძლიერებს ადამიანის ფობიას; ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოფილი დრო (08:00 – 22:00) მოუხერხებელია; არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე; დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები; ქუჩებში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის; ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია.

"ინტერპრესნიუსი"
ტეგები:
18:58 / 07-04-2015
დათო#
0
იმაზეც გმადლობთ, რომ ამ წესებს ჯერ ოთხფეხებზე ცდით და ადამიანებისთვის ვერ მოიცალეთ.....
17:12 / 07-04-2015
თათია
0
"ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია." სამწუხაროა და ჩემი აზრით ეს პუნქტი არაჰუმანურია. აქამდე 30 ან მეტი დღე რომ იყვნენ თავშესაფარში ევთანზია არ ემუქრებოდათ და ახლა რატო დაემუქრათ?
მსგავსი სიახლეები
ცესკო-ს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2 268 უბნის მონაცემები
+LIVE| პოლიციის თანამშრომლები თავდაპირველად საკრებულოს შესასვლელთან რამდენიმე მწკრივად
პოლიცია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს საკრებულოს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს
"წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობის პირს"
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, საკრებულოში ხდება უკანონობა, როდესაც საკრებულოს დეპუტატები
+VIDEO|"ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის
მანქანა, რომელიც გოგი ხელაძეს ემსახურება, მწყობრიდანაა გამოსული
უსაფრთხოების სამსახურმა დაპირისპირებული მხარეები მალევე დააშორა ერთმანეთს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:48 / 23-11-2017  Image რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს
გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია
11:12 / 23-11-2017  Image რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრეობა - თეოლოგის განმარტება
მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება
13:23 / 23-11-2017  Image უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა
11:25 / 23-11-2017  Image შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე: "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან"
შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე: "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან"
10:16 / 23-11-2016  Image სად მდებარეობს წმინდა გიორგის საფლავი
1871 წელს თავიდან აშენდა ახალი მართლმადიდებლური ტაძარი წმინდა გიორგის საფლავზე
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49