ქუჩაში გაგდებული ფეხმძიმე გოგონას ამბავი

ქუჩაში გაგდებული ფეხმძიმე გოგონას ამბავი

ქალბატონი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ერთ პატარა ქალაქში დაიბადა.

ამბობს, - ჩემს თავს ერთადერთი, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ თითქმის ყველანაირი განსაცდელი გამოვიარეო. ჯერ იყო და, მამამ გააგდო სახლიდან, როცა გაიგო, რომ შეყვარებულმა შეაცდინა. მართალია, მერე იმ ბიჭმა ცოლად მოიყვანა, მაგრამ გოგონამ მშობლები ვერა და ვერ შემოირიგა. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე მამის სამძიმარზე მისულს, დედამ საოცრად ატკინა გული უაზროდ ნათქვამი სიტყვებით. არადა, მამის დასატირებლად შვილებთან ერთად მივიდა. ბებიის ნათქვამმა, მოზარდებს თავმოყვარეობა შეულახა და გაბრაზებულებმა მაშინვე დატოვეს იქაურობა. თურმე, ბიჭს დაიკო სახლამდე მიუცილებია, თავად კი გადაკარგულა. დიდხანს ეძებდა დედა შვილს. მხოლოდ თვეების შემდეგ მიაგნო, ერთ-ერთ სკვერში, სკამზე ჩაძინებულს...

- მოგეხსენებათ, საქართველოში შეყვარებულ წყვილს შორის ქორწინებამდე სექსი დაუშვებელია, მე კი შეცდომა დავუშვი და ცდუნებას ვერ გავუძელი: საქმროსთან მარტო რომ დავრჩი, მოსახდენი მოხდა და დავფეხმძიმდი კიდეც. ამას ჩემი ოჯახი ვერ შეეგუა. მამა ისე მოკვდა, ჩემი პატიება ვერ შეძლო და არც შვილიშვილები უნახავს.

- იმ ადამიანთან, რომელსაც საქმროს ეძახდით, რამდენხნიანი ურთიერთობა გაკავშირებდათ?

- 3 წელი გვიყვარდა ერთმანეთი.

- თქვენი მშობლები მასთან ურთიერთობას არ გიკრძალავდნენ?

- არა, არ მიკრძალავდნენ. ისინი ველოდის იცნობდნენ და მოსწონდათ: კარგი ბიჭია, მშობლებიც კარგი ჰყავსო... თუმცა, ვერ მაპატიეს, გათხოვებამდე რომ დავფეხმძიმდი. მე და ველოდი მისი ნათესავის ქორწილში წავედით. იქ მშობლებმა უპრობლემოდ გამიშვეს, რადგან ჩემში დარწმუნებულები იყვნენ, მენდობოდნენ. იმ საღამოს შინ დაბრუნება ვერ მოვახერხეთ, რადგან ქორწილი სულ სხვა რაიონში, ერთ მიყრუებულ სოფელში იყო. ველოდი ნასვამი გახლდათ და საჭესთან დაჯდომის უფლება არ მისცეს. ჰოდა, ფეხით ხომ არ წამოვიდოდი? იძულებული გავხდი, მისი ნათესავების ოჯახში დავრჩენილიყავი. დასაწოლად მეზობლის სახლში გაგვიშვეს. იმ ქალს კი ეტყობა, ცოლქმარი ვეგონეთ და ერთ ოთახში ჰქონდა ორი ლოგინი გაშლილი. რომ გაიგო, დაქორწინებული არ ვიყავით, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - პატარა სახლი ჰქონდა: ე.წ. "კუხნა" ანუ 2-ოთახიანი პატარა სახლი და ოდა, ბელეტაჟზე, რომელსაც ასევე ორი ოთახი ჰქონდა - მისაღები და საძინებელი. მასპინძელმა დაიმორცხვა: ეს რა დამემართა, მომეჭრა თავიო. დავამშვიდე და გამოსავლის პოვნაში დავეხმარე: მე მისაღებ ოთახში დავწვები, თქვენი ნებართვით-მეთქი. ველოდიმ, - რას ამბობ, შენ აქ დაწექი, "ზალაში" ტახტზე მე მოვისვენებო. მოკლედ, გავინაწილეთ ადგილი. მასპინძელი თავის "კუხნაში" რომ წავიდა, ველოდიმ კარზე მომიკაკუნა: არ მეძინება და შეიძლება, შემოვიდეო? - შემოდი-მეთქი, - ვუთხარი, რადგან ჯერ ისევ ფეხზე ვიყავი, არ ვიწექი. დიდხანს ვილაპარაკეთ, მერე კი მოსახდენი მოხდა...

დილით მასპინძლებს დავემშვიდობეთ და წამოვედით. ძალიან შეშინებული გახლდით იმ საღამოს მომხდარის გამო, საქმრო კი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა: რა გადარდებს? დღეს თუ არა ხვალ, მაინც ერთად მოგვიწევს ცხოვრება. ნუ გეშინია, არ მიგატოვებო. შინ მისულმა უგუნებობის მიზეზად თავის ტკივილი დავასახელე. გული მისკდებოდა, მშობლებს სიმართლეს რომ ვუმალავდი, მაგრამ ვიცოდი, ვერც სიმართლის თქმა მომგვრიდა შვებას. ველოდის ვაჩქარებდი: დროზე წამიყვანე-მეთქი. ის კი რუსეთიდან მამის ჩამოსვლას ელოდა და ამიტომ ითრევდა ფეხს... თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, ძალიან ვდარდობდი, ვნერვიულობდი. მამამ შემატყო აფორიაქება და არაერთხელ მკითხა: ხომ მშვიდობაა, ბიჭი ხომ არ გაბრაზებსო? მიზეზს რა დალევს და მეც ხან რას ვამბობდი უგუნებობს მიზეზად და ხანაც - რას.

რამდენიმე კვირის მერე მივხვდი, ჩემს თავს რაღაც უცნაურობა ხდებოდა, ყველაფერზე გულისრევა მეწყებოდა, ჭამის მადა მომემატა. ველოდის ჩემი ეჭვი რომ გავუმხილე, შეშინდა. უკვე ორი თვის ორსულად ვიყავი, როცა დაზუსტებით ვიცოდი, მუცლით ბავშვს რომ ვატარებდი, ველოდი კი დაქორწინებას ისევ არ ჩქარობდა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ დედა დაეჭვდა, - გული ასე ხშირად რატომ ერევაო? ექიმთან რომ არ გავყევი და ნერვებიც აღარ მქონდა მწყობრში, მამას უთხრა: მგონი, ჩვენს თავს უბედურებაა. ძალით თუ ნებით, გოგო ექიმთან უნდა წავიყვანოთო. ექიმმა ზუსტი დიაგნოზი დაუსვა ჩემს ავადმყოფობას და იმ დღის შემდეგ მამა აღარც მინახავს.

- სახლში მისვლა აგიკრძალათ?  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია