შალვა აბულაძის ორსული საცოლის პირველი კომენტარი

შალვა აბულაძის ორსული საცოლის პირველი კომენტარი

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის საცოლე "კვირასთან" პირველ კომენტარს აკეთებს. ქრისტინე ციხელაშვილი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა 2015 წლის 25 იანვარს, ახალციხის შს სამმართველოში განხორციელდა, რასაც წინ უძღოდა აბულაძის მიერ პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობა.

"25 აინვარს, ახალციხის შს სამმართველოში წამიყვანეს. ორსული ვიყავი, ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ითხოვდნენ მხოლოდ ერთ რამეს – მეთქვა სად იყო შალვა აბულაძე, მაგრამ მე არ ვიცოდი მისი ადგილსამყოფელი. მეორე დღეს როგორც კი სამმართველოს შენობა დავტოვე, ბორჯომის საავადმყოფოში წამიყვანეს. ამჟამად თავს ნორმალურად ვგრძნობ, ფეხმძიმობა გრძელდება", – განუცხადა "კვირას" ქრისტინე ციხელაშვილმა.

გამოცემის ცნობით, შალვა აბულაძე ქორწინებაშიც იმყოფებოდა და მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

წყარო: "კვირა"

ასევე დაგაინტერესებთ| "მწერებს ჭამდა, საძინებელი ციხეს უგავდა და ბრეივიკის წიგნს კითხულობდა" - აბულაძის უცნაური ცხოვრების წესი და გაუხმაურებელი პირადი ისტორიები

იხილეთ ვიდეო:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია