"3-5 წლის ბავშვებს თავებს აჭრიან, რა ქვია ამას თუ არა ქრისტიანთა გენოციდი" - ასირიელი მამა სერაფიმე ISIS-ის მიერ წამებით მოკლულ თანამემამულეებზე

"3-5 წლის ბავშვებს თავებს აჭრიან, რა ქვია ამას თუ არა ქრისტიანთა გენოციდი" - ასირიელი მამა სერაფიმე ISIS-ის მიერ წამებით მოკლულ თანამემამულეებზე

"არის ერთი ვიდეო, სადაც ბავშვს თავი მოჭრილი აქვს და ეს სამი-ხუთი წლის ბავშვები არიან. ქრისტეს გულისთვის იტანჯება ხალხი", - აცხადებს "პოსტსკიპტუმთან" საუბარში სქიმარქიმანდრიტი სერაფიბე ბითხარიბი. მამა სერაფიმე "აი-სი-სი-ს" მიერ ქრისტიან თანამემამულეთა დევნაზე საუბრობს იმ ფაქტების შესახებ ჰყვება, რომლის ამსახველი კადრები თანამემამულეებმა გამოუგზავნეს.

"მუსულმანობა ამას არ ქადაგებს და რასაც ესენი აკეთებენ, ეს ტერორიზმია. ყველა ასირიული ეკლესია არის განადგურებული,მძევლად აიყვანეს დედები, მღვდელს ესროლეს, შემდეგ დიაკონს პირდაპირ წმინდა ტრაპეზთან... დანარჩენი მრევლი ვინც იყო, ყველა დაცხრილეს, ბავშვით დაწყებული მოხუცით დამთავრებული. რა ქვია ამას? თუ არა ქრიატიანთა გენოციდი", - აცხადებს მამა სერაფიმე.

”აისისი” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, თავად იღებენ კადრებს, აფორმებენ მუსიკალურად და წარმოუდგენელ სისასტიკეს ასაჯაროვებენ. ისინი სირიასა და ერაყში განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ეროვნებისა თუ აღმსარებლობისა, ხოცავენ ადამინებს. კაცებს ოჯახის წევრების თვალწინ დანით აჭრიან თავებს. განსაკუთრებით იდევნებიან ასირიელები. არ ინდობენ არც ბავშვებს.

ბავშვები დახმარებას ითხოვენ. რამდნიმე ვიდეოში ქრისტიანებს სარწმუნოების შეცვლას სთხოვენ, უარის შემთხვეაში დაუნდობლად კლავენ. მსგავსი ინფორმაცია ყოველდღიურდ აღწევს საქრათველოში მცხოვრები ასირიელების ყურამდე და მსოლფიოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საქრათველოში სულ 4 ათასამდე ასირიელი ცხოვრობს, ასირიული ენა ზეპირსიტყვიერად შემოინახეს წერა-კითხვა არ იციან. წმინდა წერილების მიხედვით, მაცხოვარი არამეულად საუბრობდა, ამიტომ უწოდებენ ამ ენას უფლისას. ენის შესანარჩუნებლად ოჯახებში ერთმანეთს ასირიულად ესაუბრებიან. სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეებთან სოციალური ქსელების საშულებით ურთიერთობენ, ხშირად აქვთ მორიგი მსხვერპლის გამო ერთობლივი გლოვა.

თბილისში მცხოვრები კათოლიკე ასირიელები სააღდგმო წირვას ესწრებიან, მათ შორის არიან ერაყიდან ახალი ჩამოსულები, რომლებმაც საქრათველოში სავიზო რეჟიმის შეცვლამდე მოახერხეს შემოსვლა. აქ ლტოლვილის სტატუსი არ აქვთ, შესაძლოა უკან მოუწიოთ დაბრუნება, ამიტომ სახის გამოჩენის ეშინიათ.

ერაყიდან გამოქცეულებს ასურელების სათვისტომო ეხმარება. სირიაში ახლაც მძიმე მდგომარეობაა, ბოლოს 200 ასირიელი დაატყვევეს და 36 სოფელი დაარბიეს.

ასურელები საქართველოში მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჩამოსახლდნენ. ასურელები ითხოვენ საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშნად მაინც მეტი ყურადღება დაუთმოს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების გენოციდს. ახლაც ამ დროს ათასობით კაცი, ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა საფრთხის წინაშეა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია