"საუკუნის ძარცვა" და ჯელტმენური შეთანხმება "კანონიერ ქურდებსა" და სამართალდამცავებს შორის: თბილისის ყოფილი პროკურორი დუმილს არღვევს

"საუკუნის ძარცვა" და ჯელტმენური შეთანხმება "კანონიერ ქურდებსა" და სამართალდამცავებს შორის: თბილისის ყოფილი პროკურორი დუმილს არღვევს

ჩვენი რესპონდენტი თბილისის ყოფილი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი­ გახლავთ. ის დღეს დუმილს არღვევს და გვიამბობს, როგორ დაუბრუნდა 40 მილიონად შეფასებული ლუკას კრანახის "მაჭანკალი" სახელმწიფოს. 10 წელზე მეტხანს ვერ მიაკვლიეს გატაცებულ ნახ­ატს სამართალდამცავებმა, ერთ დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახატი ქუჩაში იპოვეს.

- "მაჭან­კლის" გატაცება მუზეუმიდან XX საუკუნის ყველ­აზე მასშტაბურ ძარცვად შეფ­ასდა. 90-იან წლებში­ ბევრი ნამუშევარი დაიკა­რგა საგამოფენო დარბაზებიდან, "მაჭანკალი" კი ხელოვნების მუზეუმიდან გაიტაცეს. მერე უცნაურად აღმოაჩინეს - ვიღაცამ­ ქუჩაში დატოვა 40-მილიონიანი ნახატი.

- 1994 წლის 28-29 ივლისის ღამეს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ხუთმა ბოროტმოქმედმა მუზეუმის მცველი სამი პოლ­ი­ციელი განაიარაღა და მუზეუმიდან სამი სურათი გაიტაცა, მათ შორის - 40 მილ­იონად შეფასებული გერმანელი მხატვრის, ლუკას კრანახის "მაჭანკალი".

საქართველოში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული შედევრის გატაცება კრიმინალური სამყაროს ერთგვარ გამოწვევას ჰგავდა. თუმცა, ამას ვერაფრით უპასუხეს სამართალდამცავებმა. მაშინ თბილი­სში სრული ქაოსი იყო. შეიარაღებული­ ბანდ­ფორმირებები ქალაქში­ დათარეშობდნენ. მართალია, მაშინ სახელმწიფოს პირველმა პირებმა ხელოვნების მუზეუმის დაყაჩაღების ფაქტი პირად კონტროლზე აიყვანეს, მაგრამ საქმე ვერ გაიხსნა და გატაცებული სურათების ადგი­ლსამყოფელიც ვერ დადგინდა.

- 10 წლის შემდეგ, თქვენი პროკურორობის დროს იპოვეს ეს ნახატი...

- 2004 წლის 10 მაისს სამსახურში ვიყავი. მოვიდა მოქალაქე და მითხრა, რომ ჩემი ნახვა­ სურდა გავლენიან "კანონიერ ქურდს", გოგი ჩიქოვანს, რომელიც იმხანად­ გულიკო ჩაფიძის კლინიკაში იწვა მძიმე მდგ­ომარეობაში. უარი განვაცხადე გოგი ჩიქოვანის მონახულებაზე და შევთავაზე, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი პროკურორი მოინახულებდა კრიმინალურ ავტორიტეტს. არა, მას მხოლოდ თქვენთან სურს საუბარი სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვან თემაზეო...

- და "კანონიერ ქურდს" მიაკითხეთ?

- ჩაფიძის კლინიკაში საღამოს მივედი. გოგი ჩიქოვანი რეანიმაციაში იწვა, ეს იყო პროფესორის იერის მქონე, ხანში შესული კაცი. ვერავინ იფიქრებდა, რომ "კანონიერი ქურდი" იყო. დიდხანს ვისაუბრეთ. ჭკვიანი მოსაუბრე გამოდგა. მადლობა გადამიხადა შეწუხებისთვის და დასძინა, გენდობი და ვიცი, კარგ საქმეს, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ, ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენებ.­ არ დამაბრალებთ იმ დანაშაულს, რაც მე არ ჩამიდენიაო. მერე ხელით ანიშნა მომვლელ ქალს და ის ოთახიდან გავიდა. შეწუხებულმა მითხრა, ამ ხნის კაცი ვარ, ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი პოლიციელები­ თუ არსებობდნენ, არ ვიცოდი. ვერაზე ვცხოვრობ, კერძო სახლში, სახლს გალავანი­ აქვს. დავინახე, ნიღბიანი შეიარაღებული ხალხი როგორ გადმოხტა გალავანზე. სანამ კარს გავაღებდი, შემომიმტვრიეს. გაზიდეს ყველაფერი, თუ რამე ძვირფასეულობა მქონდა. ნერვიულობის გამო ინფარქტით აქ მომათავსესო. შევთავაზე, მომხდარის შესახებ განც­ხადებით მოემართა ან შევადგენდი ოქმს და ხელმოწერით დაეფიქსირებინა თავისი­ პოზიცია, რაც საფუძველი გახდებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვ­რისა. უარი თქვა: მე სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე და ჩემს ცხოვრებას ვერ გადავხაზავო. ბოლოს მთხოვა, დავხმარ­ებოდი იმ ნივთების დაბრუნებაში, რაც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. ეს იყო ბეჭედი­ და ჯვარი. მას შემდეგ, რაც ამ ნივთებს დამიბრუნებთ,­ მე ჩაგაბარებთ "მაჭანკალს". ის სახელმწიფოს საკუთრება იყო და უნდა დაუბრუნდეს მუზეუმსო. ასევე მთხოვა

ერთი ახალგაზრდისთვის პატიმრობის შეცვლა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია