პანკისიდან სირიაში გაგზავნილი 18 წლის ბესლან მარგოშვილი საქართველოში დაბრუნდა

პანკისიდან სირიაში გაგზავნილი 18 წლის ბესლან მარგოშვილი საქართველოში დაბრუნდა

პანკისის ხეობიდან 2015 წლის 12 იანვარს სირიაში გაგზავნილი 18 წლის ბესლან მარგოშვილი საქართველოში დაბრუნდა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბესლან მარგოშვილის მშობლებმა ნოდარ და მანანა მარგოშვილებმა დაუდასტურეს.

პანკისის ხეობაში დაბრუნებული ბესლან მარგოშვილი ინტერვიუზე უარს ამბობს. მანანა მარგოშვილის თქმით, ბესლანმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ის თურქეთში იმყოფებოდა და სირიაში არ გადასულა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბესლან მარგოშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია 2015 წლის 23 თებერვალს გაავრცელა. 18 წლის ბესლან მარგოშვილს ოჯახის წევრები 2015 წლის 12 იანვრიდან ეძებდნენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია