”გადიოდა და შემოდიოდა სამშობიარო ბლოკში” - ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლის მშობიარობას დაესწრო

”გადიოდა და შემოდიოდა სამშობიარო ბლოკში” - ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლის მშობიარობას დაესწრო

"გადიოდა და შემოდიოდა სამშობიარო ბლოკში", - აცხადებს ჟურნალ "სარკესთან" საუბარში გინეკოლოგი დავით გაგუა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილია ამშობიარა. ნუნუკამ ფიზიოლოგიურად იმშობიარა და მშოიარობას პრემიერიც დაესწრო.

"თითქმის დაესწრო, რადგან ხშირად იყო მასთან ერთად. გადიოდა და შემოდიოდა სამშობიარო ბლოკში. როგორც გითხარით, პრემიერ-მინისტრი ისე იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი მამაკაცი, როგორც ოჯახის თავი, როგორც მეუღლე. ბავშვის სამშობიაროდან გაყვანა პატარა ზეიმი იყო. სიხარულით და სიყვარულით შეხვდნენ უფროსი ძმები მის დაბადებას, შემდეგ სამშობიაროდან გაწერას და საზეიმო ვითარებაში წავიდნენ აქედან. მთელი ოჯახი ერთად იყო", - ამბობს გაგუა.

მისი თქმით, ნუნუკა თამაზაშვილი პრეტენზიული ორსული არ ყოფილა.

"პირიქით, სულ არ იყო პრეტენზიული. ძალიან დამჯერი და კარგი ქალია. ყველა რჩევას ზედმიწევნით ასრულებდა. სვამდა ისეთ კითხვებს, როგორსაც სხვა ორსული. არ ჰქონდა იმის განცდა, რომ პირველი ლედია. ძალიან უბრალო ადამიანია", - ამბობს გაგუა.

7 აპრილს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს, მესამე ვაჟი შეეძინათ. ახალშობილს გაბრიელი დაარქვეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია