ყველაზე ძვირადღირებული ქართული ყველი, რომელიც ლონდონში ყველაზე ორიგინალურად აღიარეს

ყველაზე ძვირადღირებული ქართული ყველი, რომელიც ლონდონში ყველაზე ორიგინალურად აღიარეს

წითელი ღვინო რომ იდეალურად ეხამება ყველს, ამაზე არავინ დავობს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც სრულიად ახალი ფრანგულ-ქართული ტექნოლოგიით დამზადებულ ყველ "ტიბაანურს" საფერავში ავლებენ და ისე აძველებენ. მანანა ხატიაშვილმა USAID-ის პროგრამის თანადაფინანსებით სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში 2008 წელს მცირე ბიზნესი წამოიწყო.

ახლობლებთან ერთად რძის გადამამუშავებელი საწარმო გააკეთა. როგორც მეწარმე ამბობს, თავიდან საწარმოში ქართული ტიპის ყველსა და სულგუნს ამზადებდნენ, მოგვიანებით სურვილი გაუჩნდათ საკუთარი ნიშა ჰქონოდათ და ყველის წითელ ღვინოში დაძველება გადაწყვიტეს.

"იმ პერიოდში ფერმერებს რძის ჩაბარების სერიოზული პრობლემა გვქონდა, რძეს თითქმის არავინ იბარებდა. ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ რძის გადამამუშავებელი საწარმო გაგვეკეთებინა. იმ დროს USAID-ის პროგრამა იყო, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტებს არ აფინანსებდა. მაინც დავწერეთ პროექტი, შევიტანეთ და საჭირო თანხის 50%-ით დაგვაფინანსეს. თავიდან საწარმოში ჩვეულებრივ ქართული ტიპის ყველს და სულგუნს ვაკეთებდით..."

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია