საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი

საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი

ძვირადღირებულ ნომრებში, როგორც წესი, ხშირად საკუთარი სტატუსის ხაზგასასმელად ცხოვრობენ.

რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა საქართველოში 2 250 დოლარად? - პასუხი მარტივია: საკმაოდ ბევრი რამ - მიიღოს კარგი განათლება საქართველოს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში, იყიდოს მანქანა, იმოგზაუროს უცხო ქვეყანაში, შეიძინოს უამრავი საჭირო ნივთი ან ამ თანხით ერთი ღამე გაატაროს საქართველოს რომელიმე ძვირადღირებული სასტუმროს ძვირადღირებულ ნომერში.

როგორ ფიქრობთ, რა ღირს სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებული ნომერი საქართველოში?

bpn.ge ამ თემით დაინტერესდა და რამდენიმე სასტუმროს ადმინისტრაციას დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ფასები რამდენიმე ათასს აჭარბებს. "შერატონ ბათუმში" ყველაზე ძვირადღირებულ ნომერში ერთი ღამის ღირებულება 2 250 დოლარს შეადგენს. როგორც სასტუმროში აცხადებენ, ნომრის მთელი ხიბლი მის ხედებშია - ოთახიდან იშლება პანორამული ხედი, საიდანაც მთელი ბათუმის ნახვაა შესაძლებელი. სასტუმროს მენეჯერის თქმით, ამ ნომერში უამრავი ცნობილი ადამიანი გაჩერებულა, მათ შორის რობერტო კავალი, სტინგი, ენრიკე იგლესიასი, ანდრია ბოჩელი, მონაკოს პრინცი, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი და ბევრი სხვა.

ბათუმის სასტუმროების ფასებს არც თბილისის სასტუმროები ჩამორჩება. სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" საპრეზიდენტო კლასის ნომრის ღირებულება 1 200 დოლარია. 18%-იანი დღგ-ს ჩათვლით კი ფასი 1 416 დოლარს შეადგენს. ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმროს ნომრის მომსახურებაში დილის საუზმე, სპა და ფიტნეს ცენტრი შედის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია