კოტე დაბრუნდა... - "სულ ცდილობდა, არავისთვის ეჩვენებინა რა უჭირდა"

კოტე დაბრუნდა... - "სულ ცდილობდა, არავისთვის ეჩვენებინა რა უჭირდა"

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მის ცხედარს მეგობრები, ნათესავები და კოლეგები დახვდენენ. კოტე გარდა იმისა, რომ სცენაზე, კინოში სერიალში საინტერესო სახეებს ქმნიდა, მას პარალელურად არაერთი სამსახური ჰქონდა: ახმოვანებდა ფილმებს, წერდა რეკლამებს... ის ჩვენი კომპანიის "პალიტრამედიის" აქტიური თანამშრომელიც გახლდათ და ტელე-რადიო "პალიტრის" ეთრში მეუღლესთან, განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა - "შუადღის ამბები განოთან და კოტესთან ერთად".

დღეს კი მას ჩვენი კომპანიის თანმამშრომლები დიდ მწუხარებით იხსენებენ...

ინგა დადიანი, "პალიტრა ტვ"-ს დირექტორი:

- კოტე ჩვენთან გარდა იმისა, რომ გადაცემის წამყვანი იყო, ახმოვანებდა სერიალებს და ზოგადად არხის ხმა იყო. მას ტელეკომპანია "მზიდან" ვიცნობდი, სადაც ასევე სერიალებს ახმოვანებდა, ერთად ვიყავით ასევე ტელეკომპანია "პიკშიც". ამასთანავე, მისი მეუღლის, განო მელითაურის ოჯახთანაც წლების განმავლობაში დიდი ახლობლობა მაკავშირებდა, ამიტომ კოტეზე წარსულ დროში ლაპარაკი ძალიან მიჭირს. თავლწინ მიდგას მისი ბოლო გადაცემა, შუადღის ეთერი, მერე მოსკოვში მიფრინავდა...

კოტეს უზომოდ უყვარდა სოცოცხლე, იყო ენერგიული, უაღრესად კეთილშობილი, ალბათ ამ დღეებმა აჩვენა ეს, როდესაც მისი მოულოდნელი გარდაცვალება მთელი ქვეყნის ტკივილად იქცა. სრულიად უცნობი ადამიანებიც კი, რომლებიც კოტეს ახლოს არ იცნობდნენ, საოცარ მწუხარებას გამოთქვამენ... როდესაც ადამიანი ამხელა ტკივილს იწვევს, ეს იმას ნიშნავს, რომ კოტე ყოველი ადამიანის გულამდე მიდიდოდა...

ურთიერთობაში ძალიან კეთილი, უშუალო, მეგობრული გახლდათ, თუმცა - ემოციურიც, რადგანაც მსახიობი იყო და გულით ეკიდებოდა ყველაფერს, სულ ახლის ძიებაში იყო.

როდესაც მოსკოვში ფილმის გადაღებაზე დაპატიჟეს, რომელშიც სერგეი ბეზრუკოვთან უწევდა თამაში, გამგზავრებისას ვიზის პრობლემა შეექმნა, ამაზე ძალიან ნერვიულობდა, რადგან ფერხდებოდა მისი გამგზავრება, მაგრამ თან საოცრად უხაროდა, იცოდა, რომ საკმაოდ ძლიერ ჯგუფთან მოუწევდა მუშაობა. საქართველოს ფარგლებს გარეთ ეს მისთვის დიდი ნაბიჯი იყო.

მოკლედ, რა გითხრათ, ამ ადამინმა თავისი ხანმოკლე ცხოვრებით მართლა სერიოზული კვალი დატოვა და მისი პიროვნების წარსულში მოხსენიება ძალიან მიჭირს...

მაკა ლომიძე, "პალიტრა ტვ"-ს გენერალური პროდიუსერი:

- კოტე "პალიტრა ტვ"-ში მე მოვიყვანე. რაც ეს ტრაგედია მოხდა, მას მერე საშინელება ხდება ჩემს გულშიც, ამ ტკივილს ვერ აღგიწერთ, "ფეისბუქს" არ გავკარებივარ, არ მინდა წავიკითხო ვიღაც-ვიღაცების საშინელი კომენტარები... კოტე ჩემში ისეთად დარჩება, როგორსაც ვიცნობდი – საოცრად ლაღი და საყვარელი.

როდესაც პირველად ვუთხარი, "პალიტრაში" უნდა წაგიყვანო-მეთქი, მითხრა, უნდა გავფერადდეთო? კოტეს იმდენი ფერი ჰქონდა, ისეთი მრავალფეროვანი იყო, რომ დაუჯერებელია, რომ აღარ არის. თავიდან საქმეზე ხშირად ვჩხუბობდით, უფრო სწორედ, სულ საქმიანი კამათი გვქონდა. საქმის ბოლოს მეტყოდა, წამოდი, გავიდეთ გარეთ და ისევ მეგობრები ვიყოთო. არ ყოფილა იდეა, მისთვის მეთქვას და არ ანთებულიყო. მაშინვე ხორცს შეასხამადა იმ ყველაფერს. იცოდა ხოლმე თქმა: ახლა რომ ვიხსენებ, ესეც მკლავს: მთავრია მივხვდე, მაკა, რომ გჭირდები და ყველაფერს გავაკეთებო! აი, ახლა ისე ძალიან მჭირდება და... არ არის... 

წაიკითხეთ სრულად

კოტე თოლორდავას ჩამოსვენების დრამატული კადრები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია