21-ე საუკუნის ხილული სასწაული და უშვილოთა შემწე ტაძარი

21-ე საუკუნის ხილული სასწაული და უშვილოთა შემწე ტაძარი

შარშან 50-მდე წყვილი ტაძარში მადლობის სათქმელად ავიდა. თუმცა შვილიერების მთხოვნელი თითქმის ათასამდე წყვილი იყო. წელსაც დაითვლიან ტაძრის მსახურები თუ რამდენ ადამიანს აუსრულა უფალმა თხოვნა.

"8 წელი შვილი არ მიჩნდებოდა, მრავალწლიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, იმედი გადაწურული მქონდა, როდესაც ამ ტაძრის ამბავი გავიგე. მე და ჩემმა მეუღლემ პატარა აკვანი დავამზადებინეთ და ხუთშაბათ დღეს ავედით ტაძარში, ვილოცეთ და ვეზიარეთ კიდეც. სასწაული მოხდა, ჩვენი ლოცვა უფალმა შეისმინა. უბედნიერესი ქალი ვარ, ჩემი მეუღლე ამ ამბის შემდეგ სტიქაროსანი გახდა... დღეს კი მადლობის სათქმელად ამოვედი, 3 თვეში შვილი გამიჩნდება", - მითხრა შარშან წაჩხურობის დღესასწაულზე თბილისიდან მარტვლის რაიონის, სოფელ სალხინოში ჩამოსულმა ქალბატონმა...

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, გამთენიიდან მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მანქანების ნაკადი არ წყდება. წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი იმ ტაძარში მიდის, რომელსაც საუკუნეებია უშვილოთა შემწედ მიიჩნევა. წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მაღლობზეა აგებული. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, აღდგომის მეოთხე დღეს არის. ამ დღეს ტაძარში ძირითადად უშვილო წყვილები ადიან. ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაკადის გამო გზას პოლიცია კეტავს და მომლოცველები გრძელ აღმართს ფეხით მიუყვებიან.

უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ. ზოგს შესაწირი მიაქვს დაპირებული ცხვარი ან ფრინველი მიჰყავს.

ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია