"საქართველოს დავაცალკევებდი! სტალინური სისტემის მახინჯი პირმშოა" - რას ფიქრობდა უკრაინაში მოკლული ჟურნალისტი საქართველოზე

"საქართველოს დავაცალკევებდი! სტალინური სისტემის მახინჯი პირმშოა" - რას ფიქრობდა უკრაინაში მოკლული ჟურნალისტი საქართველოზე

სკანდალურმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ოლეს ბუზინამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოკლეს, წარსულში ერთ-ერთი ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით დაყოფდა საქართველოს:

"აი საქართველოს დავაცალკევებდი! გამოგონილი ქვეყანაა! სტალინური სისტემის მახინჯი პირმშოა. ეს ღვინის მარანი სააკაშვილის მეთაურობით მშვენივრად იყოფა ცეხებად - სამეგრელო, სვანეთი, კახეთი, ქართლი, აჭარა და რასაკვირველია აფხაზეთი, რომლის გაუბედურებაც ასე უყვართ ქართველ სადისტებს. ამ დანაწევრების შემდეგ მათ შეეძლებათ ერთმანეთს მიყიდონ თავიანთი საზიზღარი ღვინო, ჩვენ კი მშვენიერ მოლდავურ ღვინოს დავლევთ", - აცხადებდა ბუზინა.

"ქართველები ძალიან ზარმაცები არიან. თავიანთ ღვინოსაც ისე წურავენ, რომ ყურძენს ტოტებს არ აცლიან. არამზადები! ამიტომ აქვს მათ ღვინოს ცხენის ნაკელის გემო. ნამდვილ ღვინოზე ვამბობ, რომ აღარაფერი ვთქვათ გაყალბებულზე".

ბუზინა აგრეთვე აცხადებდა, რომ "საქართველოზე უსარგებლო ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს". "მათ უნდა მოინანიონ პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინაშე თავიანთი მანიაკი სტალინის ქმედებები. ამ ტირანის ცოდვები რომ ვაპატიოთ, ქართველებმა უფასოდ უნდა მიაწოდონ ღვინო რუს და უკრაინელ ალკოჰოლიკებს მინიმუმ მომავალი ერთი საუკუნე. მხოლოდ ამის შემდეგ აპატიებს ისტორია ამ ფუჭ ხალხს".

მომზადებულია for-ua.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია