არ მასვენებს შთაბეჭდილებები ქუთაისის აეროპორტზე - ნანუკა ჟორჟოლიანის კრიტიკა

არ მასვენებს შთაბეჭდილებები ქუთაისის აეროპორტზე - ნანუკა ჟორჟოლიანის კრიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი ქუთაისის აეროპორტის შესახებ შთაბეჭდილებებს ფეისბუქ-საზოგადოებას უზიარებს. ჟურნალისტის თქმით, ახლანდელ ხელისუფლებას, აეროპორტთან მიმართებაში ერთადერთი ფუნქცია აკისრია და ეს რიგების არდაშვებაა:

"ქუთაისის აეროპორტი აშენებული დაგახვედრეს! ავიაკომპანიები შემოყვანილი! საზღვარზე რომ პოლიცია დგას რეფორმირებული!

ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, ეს რიგები არ დაუშვათ. იმიტომ რომ ლილოს ( რომელსაც არაფერს ვერჩი, ბაზრობას ვგულისხმობ უბრალოდ) ამსგავსებს აქაურობას და ბიომეტრიული პასპორტის აპარატი გააკეთოთ, რომელიც ასევე დაგახვედრეს! უბრალოდ ზიან ამის გამკეთებლები, თორემ გაფუჭებულ აპარატს გამოგიცვლიდნენ!

P.ს საზღვარზე რომ ხალხი დგას უთხარით, ნუ უბღვერენ ასე საოცრად ტურისტებს! თან საბედნიეროდ, ბევრი ჩამოსულან! და რუსულად კი არა, ინლისურად ესაუბრონ სტუმრებს! რუსულადაც არ გამოსდით და ბარემ ინგლისური შეეშალოთ!

არ მასვენებს შთაბეჭდილებები ქუთაისის აეროპორტზე

მესაზღვრე: კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ქალბატონო ნანა. ( თან ცოტას მიბღვერს)

მე: მადლობა (იმერლებს იუმორი არ აკლიათ და მგონია ხუმრობს რაღაცას)

მესაზღვრე: ბედნიერ დასვენებას გისურვებთ ქალბატონო ნანა. ( კიდევ მიბღვერს, ეძინება და გონია ჩვენ ვართ ამაში დამნაშავეები)

ბოლო რეპლიკაზე მივხვდი, რომ ტექსტი აქვთ საერთო და ყველას ამას ეუბნებიან:) აბა ამ ქვეყანაში ყველაფრისთვის ჩამოვდივარ, დასვენების გარდა:) ამ ტექსტებს მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა უღიმი სტუმარს, თორემ თუ ეჩხუბები, რა აზრი აქვს რას ეუბნები.

ქუთაისის აეროპორტში მომსახურეობაზე, ღიმილზე, დახვედრაზე, საზღვარზე, ყველაფერზე ზოგადად ცინარიძე ყოფილა პასუხისმგებელი თურმე. მას ეხება სამსახურეობრივად.

აბა კი გადავრჩენილვართ ყველა. კიდევ კარგი არ იგინებიან, ბღვერას და რიგებს ვინ დაეძებს", - წერს ნანუკა.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით