"ვარდების ბაღში" "პალიტრა მედიის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს

"ვარდების ბაღში" "პალიტრა მედიის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს

"ვარდების ბაღში" "პალიტრა მედიის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. აღმაშენებლის #73-ში ჰოლდინგში გაერთიანებული ყველა მედიასაშუალებაა წარმოდგენილი.

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, "პალიტრა მედიის" ნებისმიერი ჟურნალი და გაზეთი უფასოდ მიიღოს. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სტენდთან, სადაც 2 ათასზე მეტი დასახელების წიგნია წარმოდგენილი. მათ დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება.

1936 წელს გამოშვებული ბრენდირებული ავტომობილი BMW და საკუთარი გამოცემები აქვს წარმოდგენილი ჟურნალ "ავტობილდს", ბრენდირებულ მანქანასთან მსურველები ფოტოებს იღებენ. საზენიტო ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება გამოფინა ჟურნალმა "არსენალმა", რომელიც დამთვალიერებელს ტირში მონაწილეობასაც სთავაზობს. მსურველებს სნაიპერული შაშხანით სროლის შესაძლებლობა აქვთ. ქალბატონებს პროფესიონალი ვიზაჟისტი მაკიაჟს გაუკეთებს ჟურნალ "და ქალის" სტენდთან.

რამდენიმე ტიპის საინტერესო აქტივობა მიმდინარეობს ბავშვებისათვის. ვარდების ბაღში იმყოფებიან ანიმატორები, რომლებიც პატარების გართობაზე ზრუნავენ. მათ "საბავშვო კარუსელები" და ბუშტები ურიგდებათ. სპორტულ გამოცემა "ლელოს" სტენდთან კი საგანგებოდ მოწყობილ ფეხბურთის კარში ბავშვები ბურთს თამაშობენ.

"ბიბლუსის" სტენდთან არის მოთავსებული იტალიური ბრენდის CI Gusta კაფეს პატარა ანალოგი, სადაც იტალიური ნაყინი და ყავა სპეციალურ ფასად იყიდება. პრესისა და წიგნების გამოწერის კომპანია ელვა.გე-ს საგამოფენო სივრცეში კი Newspaper არტის თემაზე მხატვარ ზურაბ ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა არის მოწყობილი. აღნიშნული ნამუშევრები გაზეთის ფაქტურით არის შესრულებული.

ამასთან, "ელვა" მსურველებს სპეციალურ ფასად საიუბილეო გამოწერის ბარათის შევსებასა და მთელი წელი სასურველი გამოცემის სახლში მიტანის სერვისს სთავაზობს. საგანგებო შემოთავაზება აქვს "ვარდების ბაღის" სტუმრებისთვის Readers Land-საც.

რადიო "პალიტრა" კი მსმენელებს ცხელი ჰიტების ნაკრებს სიდი დისკის სახით უფასოდ ურიგებს.

დამთვალიერებლებს "პალიტრა მედიის" სტენდთან ფოტოების გადაღების და ინსტაგრამზე ატვირთვის საშუალება აქვთ, რის შემდეგაც საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მათი ფოტოები იბეჭდება და უფასოდ ურიგდებათ. რამდენიმე წუთში "ვარდების ბაღში" იოანე არაბულის ბენდის კონცერტი დაიწყება.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ გამოცემა ილუსტრირებული ისტორიის ავტორს ჯაბა სამუშიას და მწერალ ტორესა მოსს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ წიგნებზე ავტოგრაფებს უტოვებენ. 20 წლის წინ, 1995 წლის 18 აპრილს გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი გამოვიდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია