კერძო დაზღვევა გაძვირდა

კერძო დაზღვევა გაძვირდა

კომპანიის ნაწილმა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასის მატების გამო, პოლისები დაახლოებით 12-დან 17 %-მდე გააძვირა. ნაწილი კი ჯერჯერობით ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს აკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ფასის ზრდა აღინიშნებოდა. გაძვირების ტენდენცია წელსაც გრძელდება. "საქსტატის" ინფორმაციით, 2015 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, ფასების ინდექსი 6 %-ით გაიზარდა. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები. ასეთი ტენდენციის გამო სადაზღვევო კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე გააძვირეს, თუმცა თვალში საცემად არა. პოლისების გაძვირების მიზეზი მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატებაა.

სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-ში აცხადებენ, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ცვლილებებია, კომპანია სადაზღვევო პაკეტის გადასინჯვას ახდენს. "როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ცვლილებები მიმდინარეობს, ჩვენი კომპანია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებს და პაკეტებს გადახედავს ხოლმე. ამჯერადაც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედეთ", - განუცხადეს "რეზონანსს" "იმედი ელ"-ში.

სადაზღვევო კომპანია "არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში ფასწარმოქმნა ყოველთვის არის იმის ანარეკლი, რაც ხდება სამედიცინო, ფარმაცევტული და სტომატოლოგიური მიმართულების მქონე კომპანიების ბიზნეს პროცესებში. ამის გამო, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, "არდის" საფასო პოლიტიკის მიმართუკლებით კორექტირება 4-5-ჯერ მოუწია.

"რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, როგორც იცით, ლარის დევალვაციამ სერიოზულად გააძვირა მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა. შესაბამისად, ჩვენც იძულებულნი გავხდით ფინანსური კორექტირება მოგვეხდინა. ამის გამო, ბოლო პერიოდში პოლისები 12-დან 17 %-მდე გაძვირდა. მეტსაც გეტყვით, დევალვაციის ფონზე, ზოგიერთმა კლინიკამ სპეკულაციურ მეთოდსაც მიმართა. მაგალითად, ერთ-ერთმა პარტნიორმა კლინიკამ ჩვეულებრივი ექოსკოპია, რომელიც ლარის ვარდნამდე 50 ლარი ღირდა, 85 ლარი გახდა, ანუ მომსახურება არა ლარის ვარდნის შესაბამისად, არამედ უფრო მეტად, 70%-ით გააძვირა. ამან კი პირდაპირ ჩვენ დაგვარტყა და აისახა ფასწარმოწმნაზე. სამწუხარო ისაა, რომ რეგულირება არ ხდება და ჩვენი ძალებით და ფინანსებით გვიწევს ასეთ გადაწყვეტილებასთან გამკლავება", - განუცხადა "რეზონანსს" მიხეილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ფასების ზრდის დინამიკა სამედიცინო სერვისებზე ლარის დაცემამდეც მუდმივად იგრძნობოდა, თუმცა ვალუტის რყევამ დამატებითი პრობლემა შექმნა. "ცხადია,ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშეა ის კომპანიები, რომელთათვისაც დაზღვევა ძირითადი და არა დამატებითი ბიზნესსაქმიანობაა. დღეს საქართველოში წმინდა სადაზღვევო საქმიანობით მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა დაკავებული",-აცხადებს ჯაფარიძე.

ამ ეტაპზე გაძვირებას არ ადასტურებს "ჯიპიაი ჰოლდინგი". კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში ცვლილება არ შეუტანიათ, თუმცა აკვირდებიან ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ პოლისების გაძვირება მოულოდნელი არ ყოფილა დაზღვევის სფეროს სპეციალისტებისთვის. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი გიგოლაშვილი აცხადებს, ის სადაზღვევო კომპანიები, რომელბიც რეალურად ითვლიან ზარალს, ამის მიხედვით ანგარიშობენ პრემიასაც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია