კვირის პალიტრა 20 წლისაა - იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები "ვარდების ბაღში"

კვირის პალიტრა 20 წლისაა - იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები "ვარდების ბაღში"

დღეს გაზეთ "კვირის პალიტრას" 20 წელი შეუსრულდა. ჩვენი სამშობლოსთვის ეს 20 წელი მეტად რთული, მაგრამ საინტერესო პერიოდი იყო, ჩვენი გაზეთი კი ცდილობდა ქვეყნის ავ-კარგის პირუთვნელი მემატიანე ყოფილიყო, როგორ გამოგვივიდა, ეს მკითხველის შესაფასებელია, რომელიც ისეთივე ნაწილია ამ გაზეთის, როგორც მისი შემოქმედებითი გუნდი. თქვენ გარეშე "კვირის პალიტრა" არ იქნებოდა, ამიტომ გილოცავთ! კარგი ამბები გვეხარებინოს თქვენთვის!

იუბილესთან დაკავშირებით, "ვარდების ბაღში" რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ჰოლდინგში გაერთიანებული ყველა მედიასაშუალება აღმაშენებლის #73-ში იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ "პალიტრა მედიის" ნებისმიერი ჟურნალი და გაზეთი უფასოდ მიეღოთ.

განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სტენდთან, სადაც 2 ათასზე მეტი დასახელების წიგნი იყო წარმოდგენილი. მათ დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდა.

1936 წელს გამოშვებული ბრენდირებული ავტომობილი BMW და საკუთარი გამოცემები ჰქონდა წარმოდგენილი ჟურნალ "ავტობილდს". ბრენდირებულ მანქანასთან მსურველები ფოტოებს იღებდნენ.

ჟურნალმა "არსენალმა" გამოფინა საზენიტო ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, რომელიც დამთვალიერებელს ტირში მონაწილეობასაც სთავაზობდა. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სნაიპერული შაშხანით ესროლათ.

ჟურნალ "და ქალის" სტენდთან ქალბატონებს პროფესიონალმა ვიზაჟისტმა მაკიაჟი გაუკეთა.

რამდენიმე ტიპის საინტერესო აქტივობა მიმდინარეობდა ბავშვებისათვის. "ვარდების ბაღში" იმყოფებოდნენ ანიმატორები, რომლებიც პატარების გართობაზე ზრუნავდნენ. მათ "საბავშვო კარუსელები" და ბუშტები დაურიგდათ.

სპორტულ გამოცემა "ლელოს" სტენდთან კი საგანგებოდ მოწყობილ ფეხბურთის კარში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ.

"ბიბლუსის" სტენდთან მოთავსებული იყო იტალიური ბრენდის CI Gusta კაფეს პატარა ანალოგი, სადაც იტალიური ნაყინი და ყავა სპეციალურ ფასად იყიდებოდა.

პრესისა და წიგნების გამოწერის კომპანია elva.ge-ს საგამოფენო სივრცეში კი Newspaper არტის თემაზე მხატვარ ზურაბ ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. აღნიშნული ნამუშევრები გაზეთის ფაქტურით არის შესრულებული.

"ელვა" მსურველებს სპეციალურ ფასად საიუბილეო გამოწერის ბარათის შევსებასა და მთელი წელი სასურველი გამოცემის სახლში მიტანის სერვისს სთავაზობდა. საგანგებო შემოთავაზება გააჩნდა "ვარდების ბაღის" სტუმრებისთვის Readers Land-საც. იხილეთ ფოტოგალერეა

რადიო "პალიტრა" კი მსმენელებს ცხელი ჰიტების ნაკრებს სიდი დისკის სახით უფასოდ ურიგებდა.

დამთვალიერებლებს "პალიტრა მედიის" სტენდთან ფოტოების გადაღების და ინსტაგრამზე ატვირთვის საშუალებაც ჰქონდათ, რის შემდეგაც საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მათი ფოტოები იბეჭდებოდა და უფასოდ რიგდებოდა. იხილეთ ვიდეო

"ვარდების ბაღში" იოანე არაბულის ბენდის კონცერტიც გაიმართა.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ გამოცემა ილუსტრირებული ისტორიის ავტორს, ჯაბა სამუშიას და მწერალ ტორესა მოსს, რომლებიც მკითხველს საკუთარ წიგნებზე ავტოგრაფებს უტოვებდნენ.

20 წლის წინ, 1995 წლის 18 აპრილს, გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი გამოვიდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია