კოტე თოლორდავას ახლო მეგობრები გარდაცვალების ვერსიაზე, მსახიობის გადატანილი ავადმყოფობისა და დიდი ფინანსური პრობლემების შესახებ

 კოტე თოლორდავას ახლო მეგობრები გარდაცვალების ვერსიაზე, მსახიობის გადატანილი ავადმყოფობისა და დიდი ფინანსური პრობლემების შესახებ

ქაშუეთის ეკლესიაში მსახიობ კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთში 13:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდა. 15:00 საათზე კი მსახიობი ტაძრიდან გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ქაშუეთშ კოტე თოლორდავას კოლეგებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს წუხილი მსახიობის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და დასძინეს, რომ მათთვის არსებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გადატვირთული გრაფიკი გახდა.

ამასთან, მეგობრების განცხადებით, მან რამდენიმე თვის წინ წითელაც გადაიტანა და თავს შეუძლოდ გრძნობდა, ამას გარდა მისი მეგობრები დღეს იხსენებდნენ, რომ თოლორდავა რამდენიმე სპექტაკლზე და ფილმის გადაღებაზე ერთდროულად მუშაობდა, რათა აღებული თანხით კრედიტი დაეფარა.  კომენტარები მსახიობებმა "კურიერთან" გააკეთეს.

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი:

კოტე ძალიან გადაიღალა ბოლო დროს. ძალიან დატვირთული იყო. ოჯახს ჰქონდა ბინის პრობლემა და ძალიან დიდი კრედიტის გადახდა უწევდა. სულ ვეუბნებოდი, როგორ ახერხებ-მეთქი ერთი კაცი ამდენ სამუშაოს? დაიღალა, ბევრს ვერ უძლებს ადამიანი და გულმა უმტყუნა.

მერაბ ჭითაშვილი, მსახიობი:

სულ ერთი წელიც არ არის გასული, რაც უმძიმესად გადაიტანა წითელა. ძალიან გადაღლილი იყო და ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანი შეეწირა პროფესიას და სიყვარულს ამ პროფესიის მიმართ.

იხილეთ| კოტე თოლორდავას მეუღლე და დედა ემშვიდობებიან - ტკივილისმომგვრელი კადრები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია