ქაშუეთში ამ წუთებში კოტე თოლორდავას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იმართება

ქაშუეთში ამ წუთებში კოტე თოლორდავას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იმართება

ქაშუეთის ეკლესიაში მსახიობ კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე მიდიან მისი მეგობრები, ახლობლები, კოლეგები, რიგითი მოქალაქეები.

ქაშუეთის ტაძარში ამ წუთებში კოტე თოლორდავას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იმართება. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთში 13:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდება. 15:00 საათზე კი მსახიობს ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობის ცხედარი სასტუმროს ნომერში იპოვეს. კოტე თოლორდავა საქართველოში 17 აპრილს ჩამოასვენეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია