ასეულობით ადამიანის უკანასკნელი ტაში კოტესთვის: მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ასეულობით ადამიანის უკანასკნელი ტაში კოტესთვის: მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მსახიობი კოტე თოლორდავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა [ვიდეო], სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ქაშუეთის ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ მსახიობი თეატრალურ უნივერსიტეტთან დაასვენეს, საიდანაც ახლობლებმა, მეგობრებმა და ასეულობით მოქალაქემ მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. სამგლოვიარო ცერემონიის გამო დროებით შზღუდული იყო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე.

მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობის ცხედარი სასტუმროს ნომერში იპოვეს. კოტე თოლორდავა საქართველოში 17 აპრილს ჩამოასვენეს.

ნახეთ| მსახიობებისა და პოლიტიკოსების გამოსამშვიდობებელი სიტყვები კოტე თოლორდავას პანაშვიდზე

ასევე| ქაშუეთიდან - საბურთალოს სასაფლაომდე: კოტე თოლორდავას უკანასკნალი გზა და დრამატული კადრები

იხილეთ| კადრები კოტე თოლორდავას პანაშვიდიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია