კოტე თოლორდავას ოჯახი ბინას კარგავს

კოტე თოლორდავას ოჯახი ბინას კარგავს

"იმედის კვირამ" ტრაგიკულად დაღუპული მსახიობი კოტე თოლორდავა გაიხსენა. სტუდიაში იმყოფებოდნენ მსახიობის მეგობრები, რომლებმაც საზოგადოებას უამბეს კოტე თოლორდავას ოჯახის სერიოზული პრობლემის, ბინის გამო აღებული ვალის შესახებ, რომლის გასტუმრებისთვისაც მსახიობი რამდენიმე ადგილას თავდაუზოგავად მუშაობდა.

ის, რომ კოტეს ოჯახი შესაძლოა, ბინის გარეშე დარჩეს, ჟურნალ "რეიტინგთან" საუბრისას დაადასტურა განოს ბავშვობის მეგობარმა, მუსიკოსმა ციცი ფალავანდიშვილმაც.

"იპოთეკით აქვთ დატვირთული ბინა, დოლარის კურსის აწევის შემდეგ გაუჭირდათ სესხის გადახდა, განოც და კოტეც ტყავიდან ძვრებოდნენ და ყველაფერს პირნათლად იხდიდნენ. კოტეს უხაროდა, რომ ფილმში იღებდნენ, რადგან ამ ჰონორარით სესხის დაფარვას აპირებდა და ამბობდა, მცირე ხანს მშვიდად ვიქნებიო.

კოტეს ჰყავს მოხუცებული დედა, რომელიც მათთან ცხოვრობს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ოჯახი. განოს მშობლები გვერდში უდგანან, ჩვენც, სამეგობრო, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის, მაგრამ კარგი იქნება, სხვებიც თუ დაეხმარებიან კოტეს ოჯახს. 60 000 დოლარი აქვთ დარჩენილი გადასახდელი და განო ამას ვერ გასწვდება...", - ამბობს ციცი ფალავანდიშვილი.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია