სკანდალი - 19 წლის პანკისელ ბიჭს სირიაში წასვლას აიძულებენ ან მოკვლით ემუქრებიან

სკანდალი - 19 წლის პანკისელ ბიჭს სირიაში წასვლას აიძულებენ ან მოკვლით ემუქრებიან

პანკისელ 19 წლის ბიჭს სირიაში წასვლას აიძულებენ წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებიან. როგორც გიორგი ბორჩაშვილი "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ის ოჯახის წევრებმა მისი სარწმუნოების გამო უარყო და სახლიდან გამოაგდო.

"დედაჩემმა ჩანთა გამომიტანა წადიო, მამაჩემმა მეჩხუბა ფული სახლში რატომ არ მოგაქვსო. გამომაგდეს სახლიდან. დედაჩემს საერთოდ ჩემი გაყიდვა უნდოდა", - აცხადებს 19 წლის გიორგი ბორჩაშვილი.

ბორჩაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას იმასაც ყვება, რომ მან ის ჩეჩენი ადამიანი გაიცნო რომელსაც ახალგაზრდები სირიაში გადაჰყავს, თუმცა შეთავაზებაზე უარი უთხრა და ახლა მას მოსაკლავად დასდევენ.

"მაღაზიდან გამოვდიოდი და შემხვდა ადამიანი ვისაუბრეთ მან სირიაში წასვლა შემომთავაზა მაგრამ მე უარი ვუთხარი. იმის მერე მითვალთვალებენ მემუქრებიან. დღეს მნახეს რიყეზე მოდიო მე ვერ მივალ ან მომკლავენ ან რაღაცას გამიკეთებენ, რადგან მათ უარი ვუთხარი. ისინი ძალიან ბევრნი არიან", - აცხადებს გიორგი ბორჩაშვილი.

19 წლის ბიჭი "რუსთავი 2"-თან ყვება იმასაც, რომ მან საკუთარი პრობლემის შესახებ და მოსალოდნელი საფრთხის გამო ინფორმაცია შს სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია