"განო ამას ვერ გასწვდება" - კოტე თოლორდავას ფინანსურ პრობლემებზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

"განო ამას ვერ გასწვდება" - კოტე თოლორდავას ფინანსურ პრობლემებზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მსახიობ კოტე თოლორდავას და მის მეუღლეს, განო მელითაურს დოლარის კურსის აწევის შემდეგ სესხის გადახდა ძალიან გაუჭირდათ. "განოც და კოტეც ტყავიდან ძვრებოდნენ და ყველაფერს პირნათლად იხდიდნენ", - ამბობს ჟურნალ "რეიტინგთან" საუბრისას ოჯახის მეგობარი, მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბანკის ვალი 60, 000 დოლარს შეადგენს. "განო ამას ვერ გასწვდება. ხომ უნდა არსებობდეს რაღაც გამონაკლისი ბანკის მხრიდან, რომ ახალგაზრდა ქალი, პატარა ბავშვებით და მოხუცებული დედით, ქუჩაში არ დარჩნენ?!", - ამბობს მუსიკოსი ჟურნალ "რეიტინგთან" საუბრისას.

"იპოთეკით აქვთ დატვირთული ბინა, დოლარის კურსის აწევის შემდეგ გაუჭირდათ სესხის გადახდა, განოც და კოტეც ტყავიდან ძვრებოდნენ და ყველაფერს პირნათლად იხდიდნენ. კოტეს უხაროდა, რომ ფილმში იღებდნენ, რადგან ამ ჰონორარით სესხის დაფარვას აპირებდა და ამბობდა, მცირე ხანს მშვიდად ვიქნებიო.

კოტეს ჰყავს მოხუცებული დედა, რომელიც მათთან ცხოვრობს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ოჯახი. განოს მშობლები გვერდში უდგანან, ჩვენც, სამეგობრო, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის, მაგრამ კარგი იქნება, სხვებიც თუ დაეხმარებიან კოტეს ოჯახს. 60 000 დოლარი აქვთ დარჩენილი გადასახდელი და განო ამას ვერ გასწვდება...

ხომ უნდა არსებობდეს რაღაც გამონაკლისი ბანკის მხრიდან, რომ ახალგაზრდა ქალი, პატარა ბავშვებით და მოხუცებული დედით, ქუჩაში არ დარჩნენ?!

ხომ უნდა იყოს სახსრები, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახებს მოხმარდება? მე მაინც იმედი მაქვს, რომ ბანკი ჰუმანურობას გამოიჩენს და გვერდში დაუდგება ამ ოჯახს, რომ ქუჩაში არ დარჩნენ", - ამბობს ციცი ფალავანდიშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ახალ ნომერში.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია