"შოკში ვარ, პანიკაში ვარ, სულ ამაზე ვფიქრობ" - ასირიელი ჯულიანა ბარ-გნარი ასირიელების დახოცვის კადრებზე

"შოკში ვარ, პანიკაში ვარ, სულ ამაზე ვფიქრობ" - ასირიელი ჯულიანა ბარ-გნარი ასირიელების დახოცვის კადრებზე

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ტერორისტული დაჯგუფებები სისტემატიურად ავრცელებენ სირიელების და ასირიელების დახოცვის კადრებს. ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, მალე ქრისტიანების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს.

ასირიელები საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში ჩამოსახლდნენ. ალბათ ცოტა ადამიანმა იცის, რომ ცნობილი მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი წარმოშობით ასირიელია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მისთვის ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა, რის გამოც შეწუხებულია.

- რადგან ასირიელი ვარ, ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ერის თავს ხდება ეს უბედურება, 21-ე საუკუნეში ასეთი რამ წარმოუდგენელია.

- დიდი ხანია, რაც ქრისტიანების, იეზიდების და ქურთების დევნა მიდის ახლო აღმოსავლეთში, აქამდე არაფერი გსმენიათ?

- აქამდე არაფერი გამიგია, შოკში ვარ, პანიკაში ვარ, სულ ამაზე ვფიქრობ. როგორც შევიტყვე, საქართველოში არის მღვდელი, ვისთანაც ჩამოსული არის რამდენიმე ასირიელი. ვაპირებ, მათთან წავიდე, გავიგო რა პრობლემები აქვთ და დავეხმარო.

- ვისთან ერთად აპირებთ არქიმანდრიტ სერაფიმესთან ჩასვლას?

- ჩემს მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ვაპირებ მათთან წასვლას.

- გყავთ ნათესავები ახლო აღმოსავლეთში?

- არა, იქ არავინ მყავს.

- როგორ ფიქრობ, სოლიდარულია საქართველო ასირიელების მიმართ?

- მგონი, ყველა ქართველს შესტკივა გული ამ ყველაფერზე, რადგან ქართველ და ასურელ ხალხს დიდი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ჩემს გარდა უამრავი ასურელი ცხოვრობს საქართველოში. მნიშვნელობა არ აქვს რუსი იქნება, თუ უკრაინელი, ყველა ნორმალურ ადამიანს გული უნდა შეტკიოდეს ამ ყველაფერზე. ამაზე თვალი არავინ უნდა დახუჭოს. თუ თვალს დავხუჭავთ დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ ეს სისასტიკე გაგრძელდება, არასდროს გაჩერდება ეს უბედურება.

- როგორ მოხვდნენ შენი წინაპრები საქართველოში?

- ბაბუაჩემი ბავშვობაში თურქეთში ცხოვრობდა, დედაჩემის წინაპრები კი აზერბაიჯანში, ამის შემდეგ გაიცნეს ერთმანეთი დედამ და მამამ, დაქორწინდნენ და საქართველოში ვცხოვრობთ. დედაც ასურელია.

- გაქვთ ურთიერთობა საქართველოში მცხოვრებ ასურელებთან?

- რა თქმა უნდა, მაქვს მათთან ურთიერთობა.

- პანკისიდან რამდენიმე ახალგაზრდა წავიდა ახლო აღმოსავლეთში საბრძოლველად, ამბობენ, რომ ამის გამო ტერორისტების სამიზნე საქართველოც გახდება, გეშინიათ?

- ამ მომენტში არაფრის მეშინია. რაც გიწერია, ის მაინც მოხდება, ვერაფერს შევცვლით. მე ყველანაირად გვერდით დავუდგები ჩემს ასურელებს, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს როცა შენიანს ეხებიან. მზად ვარ დახმარებისთვისაც და თავგანწირვისთვისაც მზად ვარ ჩემი ასურელებისთვის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია